Forbes: ამერიკელი მილიარდერები, რომელთა ქონება გასულ თვეში, მინიმუმ, $1 მილიარდით გაიზარდა

Forbes: ამერიკელი მილიარდერები, რომელთა ქონება გასულ თვეში, მინიმუმ, $1 მილიარდით გაიზარდა

access_time2022-11-04 09:30:00

საფონდო ბირჟის ისტორიული გამოცოცხლება და უკანასკნელი 46 წლის საუკეთესო ოქტომბერი აშშ-ის მილიარდერთა ქონებაზე საკმაოდ სოლიდური მატებით აისახა. შედეგად, გასული თვის ბოლოს ამერიკელ მილიარდერთა დიდი ნაწილი, სექტემბერთან შედარებით, კიდევ უფრო მდიდარი გახდა.


Forbes-ის შეფასებით, 26 ამერიკელი მილიარდერის ქონება ოქტომბერში, მინიმუმ, $1 მილიარდით გაიზარდა. Dow Jones Industrial Average-მა, სექტემბერში ყოველწლიური მინიმუმის მიღწევის შემდგომ, ოქტომბერი 14%-იანი მატებით დახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 1976 წლის შემდეგ. საფონდო ბირჟის ინდექსი 30 კომპანიის, მათ შორის Apple-ის, Disney-ისა და Coca Cola-ს აქციებს აკონტროლებს. S&P 500 და Nasdaq Composite-ი კი შესაბამისად 8%-ითა და 4%-ით გაიზარდა.


გასული თვე ყველაზე მოგებიანი პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტ Oracle-ის თანადამფუძნებლისა და თავმჯდომარისთვის, ლარი ელისონისთვის აღმოჩნდა. მისი ქონება, Oracle-ის აქციების 24%-ით ზრდასთან ერთად, $16.6 მილიარდით გაიზარდა. სექტემბრის შუა რიცხვებში კი კომპანიის შემოსავლები არცთუ ისე სახარბიელო იყო – როგორც აღმოჩნდა, ინვესტორთა დამოკიდებულება შეიცვალა, განსაკუთრებით კი Oracle-ის მიერ ჯანდაცვის IT-კომპანია Cerner-ის შეძენის შემდეგ.


ინვესტორ უორენ ბაფეტის სიმდიდრე ოქტომბერში $8.9 მილიარდით (9.4%) გაიზარდა. ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway ისეთ კომპანიებში ფლობს წილებს, როგორიც American Express-ი, Coca-Cola და Chevron-ია. მიუხედავად გასული თვის ზრდისა, მილიარდერის ამჟამინდელი ქონება, წლის დასაწყისთან შედარებით, ჯერ კიდევ 5.3%-ით ნაკლებია. ოქტომბრის კიდევ ერთი იღბლიანი მილიარდერი Nike-ის დამფუძნებელი ფილ ნაიტია. სექტემბერში კომპანიის აქციების 20-წლიან მინიმუმამდე დაცემის შემდგომ, აქციებმა ოქტომბერში დაახლოებით 9%-ით იმატა და ნაიტის ქონებას დამატებით $2.9 მილიარდი შესძინა.



საინტერესოა, რომ ოქტომბრის მოგებიან მილიარდერთაგან, წლის დასაწყისთან შედარებით ოქტომბრის ბოლოს მხოლოდ ორის ქონება გაიზარდა. ერთ-ერთი თომას პეტერფია, ონლაინ სავაჭრო კომპანია Interactive Brokers-ის დამფუძნებელი, რომლის ქონებამაც წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე 5.5%-ით მოიმატა, მეორე კი Ubiquiti Networks-ის დამფუძნებელი რობერტ პერა, 12%-იანი ზრდით.


თუმცა, რასაკვირველია, გასულ თვეს ისეთი მილიარდერებიც ჰყავს, რომელთაც პირიქით, ოქტომბერში მნიშვნელოვნად იზარალეს. მათ შორისაა: ილონ მასკი ($-24,7 მილიარდი); მაქკენზი სკოტი ($-3,1 მილიარდი); კანიე უესტი ($-1,6 მილიარდი); Meta-ს თანადამფუძნებელი დასტინ მოსკოვიცი ($-1,6 მილიარდი); და Estée Lauder-ის ლეონარდ ლაუდერი ($-1,1 მილიარდი).


წარმოგიდგენთ მილიარდერთა ათეულს, რომელთა ქონებაც, Forbes-ის შეფასებით, ოქტომბერში, მინიმუმ, $1 მილიარდით გაიზარდა:


1. ლარი ელისონი – წმინდა ქონება: $103.2 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $16.6 მილიარდი, Oracle.
2. უორენ ბაფეტი – წმინდა ქონება: $102.9 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $8.9 მილიარდი, Berkshire Hathaway.
3. თომას პეტერფი – წმინდა ქონება: $25.3 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $4.5 მილიარდი, Interactive Brokers-ი.
4. ჯიმ უოლტონი – წმინდა ქონება: $61 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $4.2 მილიარდი, Walmart-ი.
5. ელის უოლტონი – წმინდა ქონება: $58.8 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $4.1 მილიარდი, Walmart-ი.
6. რობ უოლტონი – წმინდა ქონება: $59.7 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $4.1 მილიარდი, Walmart-ი.
7. რობერტ პერა – წმინდა ქონება: $20.1 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $3 მილიარდი, Ubiquiti Networks-ი
8. ფილ ნაიტი – წმინდა ქონება: $37.4 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $2.9 მილიარდი, Nike.
9. მაიკლ დელი – წმინდა ქონება: $49.9 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $2.7 მილიარდი, Dell Technologies-ი.
10. თომას ფრისტი – წმინდა ქონება: $18.2 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $2.3 მილიარდი, საავადმყოფოები.


წყარო: forbes.ge



თეგები:
ქონება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up