Forbes: ამერიკელმა მილიარდერებმა ტექნოლოგიური სფეროდან გასულ 12 თვეში ჯამში $315 მილიარდი დაკარგეს

Forbes: ამერიკელმა მილიარდერებმა ტექნოლოგიური სფეროდან გასულ 12 თვეში ჯამში $315 მილიარდი დაკარგეს

access_time2022-09-28 10:30:00

აქციების ფასების დაცემისა და ინფლაციის ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში Forbes-ის შეფასებით 400 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება გასულ წელთან შედარებით $500 მილიარდით შემცირდა. ქონების დაკარგვა კი აშშ-ის ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებზე განსაკუთრებით აისახა, რომელთაც 2021 წლის შემოდგომიდან, Forbes 400-ის სიმდიდრის მთლიანი კლების ორი მესამედი, კოლექტიურად თითქმის $315 მილიარდი იზარალეს.


ცნობისთვის, Forbes 400-ის 2022 წლის სიაში სულ 65 ადამიანია, რომელთაც ქონება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწეობით დააგროვეს, ორმოცდაათი მათგანი კი, როგორც აღმოჩნდა, წელს იმაზე უფრო ღარიბია, ვიდრე გასულ წელს იყო. ყველაზე დიდი ზარალი ყველაზე მდიდართა ხვედრი აღმოჩნდა: Amazon-ის აქციების 27%-იანი ვარდნით, ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $50 მილიარდით შემცირდა და 2018 წლის შემდგომ პირველად, ბიზნესმენმა Forbes 400-ის რეიტინგის ლიდერობა დათმო. „ამაზონის“ აქციების ვარდნამ გავლენა ბეზოსის ყოფილი მეუღლის ქონებაზეც იქონია. მაკენზი სკოტმა $20.8 მილიარდი იზარალა.


ამასთან ერთად აღსანიშნავია Microsoft-ის აქციების 15%-ით ვარდნა და, შედეგად, კომპანიის ყოფილი CEO-ს სტივ ბალმერის ქონების $13.5 მილიარდით შემცირება. Microsoft-ის აქციების ვარდა, რა თქმა უნდა, შეეხო ბილ გეიტსაც, რომლის მიერ დაკარგულმა ქონებამაც $28 მილიარდი შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გეიტსის ქონების წმინდა ღირებულების შემცირება დიდწილად ფილანთროპიულ საქმიანობას უკავშირდება. მილიარდერმა „გეიტსების ფონდს“ ივლისში $20 მილიარდი შესწირა.


თუმცა ყველაზე მეტად პანდემიის შემდგომ ვიდეოკონფერენციების კომპანია Zoom-ი დაზარალდა. Zoom-ის აქციები, დასაქმებულთა ოფისებში დაბრუნებასთან ერთად, 73%-ით შემცირდა, მისმა დამფუძნებლმა ერიკ იუანმა კი $10.6 მილიარდი იზარალა.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიმდიდრის $315-მილიარდიანი კლება არ მოიცავს Facebook-ის აქციების ღირებულების შემცირების შედეგად მარკ ცუკერბერგის ქონების $76.8 მილიარდით ვარდნას. მიზეზი კი Forbes-ის მილიარდერების კატეგორიზაციაა, რომელიც სოციალური მედიის ისეთ მილიარდერებს, როგორიც ცუკერბერგია, მედიისა და გართობის სექტორში აერთიანებს.



Forbes-ი წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური სფეროს ამერიკელ მილიარდერებს, რომელთაც გასულ 12 თვეში ყველაზე მეტი თანხა დაკარგეს (მონაცემები აღებულია 2021 წლის 3 სექტემბრიდან 2022 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში):


ჯეფ ბეზოსი – წმინდა ქონება: $151 მილიარდი. დაკარგული ქონება: $50 მილიარდი. Amazon
ლარი პეიჯი – წმინდა ქონება: $93 მილიარდი. დაკარგული ქონება: $30 მილიარდი. Alphabet
სერგეი ბრინი – წმინდა ქონება: $89 მილიარდი. დაკარგული ქონება: $29.5 მილიარდი. Alphabet
ბილ გეიტსი – წმინდა ქონება: $106 მილიარდი. დაკარგული ქონება: $28 მილიარდი. Microsoft
მაქკენზი სკოტი – წმინდა ქონება: $37.7 მილიარდი. დაკარგული ქონება: $20.8 მილიარდი. Amazon
ლარი ელისონი – წმინდა ქონება: $101 მილიარდი. დაკარგული ქონება: $16.3 მილიარდი. Microsoft
პიერ ომიდიარი – წმინდა ქონება: $9.9 მილიარდი. დაკარგული ქონება: $15.4 მილიარდი. eBay, PayPal
სტივ ბალმერი – წმინდა ქონება: $83 მილიარდი. დაკარგული ქონება: $13.5 მილიარდი. Microsoft
ერიკ იუანი და ოჯახი – წმინდა ქონება: $3.9 მილიარდი. დაკარგული ქონება: $10.6 მილიარდი – Zoom
ჯეკ დორსი – წმინდა ქონება: $4.5 მილიარდი. დაკარგული ქონება: $10.4 მილიარდი. Twitter, Block



forbes.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up