Forbes: Apple-ის კაპიტალიზაცია 2 ტრლნ. დოლარამდე გაიზარდა

Forbes: Apple-ის კაპიტალიზაცია 2 ტრლნ. დოლარამდე გაიზარდა

access_time2020-08-20 20:20:04

Apple-ის აქციების ფასი 1,33%-ით 468,4 დოლარამდე გაიზარდა, ამან კი კომპანიის ღირებულების 2 ტრლნ-მდე ზრდა გამოიწვია. 

 

აქამდე ერთადერთი საჯარო კომპანია, რომლის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონია საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco იყო.

 

Apple-ს კაპიტალიზაციის   1-და 2 ტრილიონამდე გაზრდისთვის 2 წელი დასჭირდა - 1 ტრილიონს ტექნოლოგიური გიგანტის ღირებულება, 2018 წლის 2 აგვისტოს მიაღწია. ბოლო წლის მანძილზე, კორონავირუსის პანდემიის და სხვა კომპანიების აქციების ჩამოშლის მიუხედავად, Apple-ის ფასიანი ქაღალდები 59%-ით გაძვირდა.

 

 

ეს მონუმენტალური ზრდაა Apple-სთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ კომპანიის ზრდის პოტენციალი უკვე დიდი ხნის წინ დასრულდა“ - ამბობს
კომპანია Wedbush-ის ანალიტიკოსი დენ აივსი.

 

ივლისის ბოლოს Apple-ის  პროდუქტების და სერვისი გაყიდვები 11%-ით გაიზარდა.  ეს კი მთელ მსოფლიოში კომპანიის საფირმო მაღაზიების მასობრივი დახურვის მიუხედავად მოხდა.

 

შემოდგომაზე  Apple-ი ახალი სმატრფონის  iPhone 12-ის გაყიდვებს იწყებს. პანდემიის გამო ახალი ტელეფონების დახლზე გამოჩენის ვადა გადაიდო, მაგრამ დენ აივზი გაყიდვების „სუპერციკლს“ ელოდება.


 

iPhone 12  კომპანიის პირველი მოწყობილობა იქნება, რომელიც  5G-სთან თავსებადია.

 

პარალელურად Apple იწყებს აქციების გაყოფას - 1 აქცია 4-ად გაიყოფა, ხოლო მათი შეძენა უფრო მარტივი იქნება.

 

„სპლიტის“ პროცედურა 24 აგვისტოს შედგება, ამავე დღეს იმ აქციონერების რეგისტრაცია დასრულდება, ვისაც დამატებითი ფასიანი ქაღალდების მიღების უფლება აქვთ.

 

განახლებული აქციებით ვაჭრობა 31 აგვისტოს დაიწყება.


თავისთავად აქციების გაყოფა ფუნდამენტალურ მაჩვენებლებზე არც უარყოფითად მოქმედებს და არც დადებითად - ეს უფრო ფორმალური პროცედურაა იმისთვის, რომ აქციები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

 

„სპლიტის“ შედეგად თითო აქციის გაიაფება მცირე ინვესტორების მოზიდვას ხელს უწყობს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც Apple-ის ფასიანი ქაღალდების მაღალი ფასი აფრთხობდა.

ექსპერტების აზრით, აქციების გაყოფის გავლენა კომპანიაზე უმნიშვნელო იქნება. Apple-ს ლიკვიდურობა და აქციებით ვაჭრობის მოცულობა ისეთი დიდია, რომ მცირე ინვესტორების მოსვლა ვერაფერს შეცვლის  - მათ უბრალოდ ვერ შეამჩნევენ.

 

მაგრამ ამავე დროს სპლიტი არის Apple-ის მენეჯმენტის მკაფიო სიგნალი, რომ ხელმძღვანელობა კომპანიის სტაბილურობასა და სიძლიერეში დარწმუნებულია, ეს კი ინვესტორების განწყობებზა დადებითად იმოქმედებს.

 


forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
apple



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up