Forbes: არ იქნება არც ომი და არც სანქციები

Forbes: არ იქნება არც ომი და არც სანქციები

access_time2021-12-29 19:00:29

აქამდე კრემლი სამხედრო ძალის გამოყენებაში წერტილოვან მიდგომას ირჩევდა - ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი 2008 წელს მცირე, წარმატებული ომი იყო, ყირიმი ერთი გასროლის გარეშე დაიპყრო, ხოლო დონბასზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ აღიარებდა.

 


თანაც, აღმოსავლეთ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ადგილი არც ჰქონდა.

 


ის, რომ ამჯერად მოსკოვი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ღია აგრესიით იმუქრება, არის კრემლისთვის შანსი, დაამტკიცოს თავისი მნიშვნელობა და აიძულოს დასავლეთი მას დაელაპარაკოს.

 


„სამხედრო აგრესია სანქციების წინააღმდეგ“ წაუგებელი ნარატივია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც ერთი და არც მეორე არ იქნება - როდესაც ყველაფერი დასრულდება, კრემლი განაცხადებს, რომ დასავლეთს თამაშის წესებს კარნახობს, ხოლო დასავლეთი იტყვის, რომ პუტინი სანქციების შემოღების მუქარით დათმობა აიძულა.

 


სინამდვილეში, დასავლეთის მიერ სერიოზულ სანქციების შემოღება პრობლემურია - როგორც მათი ეფექტიანობის, ასევე თვითონ ევროპისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით.

 


სანქციები, რომლებიც დღეს განიხილება, 4 მიმართულებას ითვალისწინებს - რუსი პოლიტიკოსების და ბიზნესმენების პირადი აქტივების, რუსული სახელმწიფო ობლიგაციების, რუსული ფინანსური სისტემის და რუსული გაზის წინააღმდეგ.

 



პირველი - პერსონალური სანქციები, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იქნება რუსი გენერლების და მაღალჩინოსნებისთვის, რომლების ევროპაში ცხოვრების, კაპიტალის შენახვის და მათი შვილებისთვის ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების საშუალებას დაკარგავენ.

 


მაგრამ ეს მომგებიანი იქნება პუტინის და მისი გარემოცვისთვის, რომელიც უცხოეთთან ზედმეტად მჭიდრო კავშირს ერთგვარ ღალატად მიიჩნევს, ასე რომ კრემლს ეს სანქციები მხოლოდ გაუხარდება. რუსეთიდან კაპიტალის ნაკლები გადინება, მეტი აქცენტი შიდა ბიზნესზე და მეტი დამოკიდებულება კრემლზე - წესით, თუ პერსონალურ სანქციებს არ შემოიღებს დასავლეთი, ეს თავად პუტინმა უნდა გააკეთოს.

 


მეორე - რუსული სახელმწიფო ობლიგაციები - მათში საერთაშორისო მონაწილეობა მხოლოდ 20%-ს შეადგენს. შესაძლოა, ეს შეურაცხმყოფელი იყოს რუსების ღირსებისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოსალოდნელი არ არის.

 


მესამე - ფინანსური სექტორი, სწორედ ის, რაზეც ყველა ლაპარაკობს - SWIFT-დან რუსეთის გათიშვა.

 


საშინლად ჟღერს, თუმცა, რუსეთის გარდა ეს უზარმაზარი თავის ტკივილი იქნება მსხვილი საერთაშორისო ბანკებისთვის, რომლებსაც 400 მლრდ. დოლარის ანგარიშსწორების ახალი გზების აღმოჩენა მოუწევს - სწორად ამდენია რუსეთის წლიური შემოსავალი გაზის, ნავთობის, ხორბლის, ნახშირის, ფოლადის, ტიტანის, ხე-ტყის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ექსპორტიდან, რომლებიც მეტწილად ევროპაში იყიდება.

 


ყველა რუსულ კომპანიას ჰყავს ევროპელი და ამერიკელი კონტრაგენტი, რომლებსაც სანქციების გამო უზარმაზარი თანხის დაკარგვა არ ესიამოვნება.

 


დაბოლოს - გაზი. რუსული გაზი ევროპის მოხმარების 40%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლის შემცირების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს - არც ბრიტანეთს და არც ნორვეგიას გაზის მოპოვების ზრდის არც გეგმები და არც რესურსები არ გააჩნიათ.

 


ბოლო წლებში ევროპაში ატომური სადგურების დიდი ნაწილი დაიხურა, ხოლო მწვანე ენერგეტიკა არ არის სანდოა. გაზის ექსპორტს ევროპისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რუსეთისთვის - შემოსავალი გაზის ევროპაში ექსპორტიდან $25-65 მილიარდის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როდესაც ნავთობიდან - $100-130 მლრდ.-ს შეადგენს.

 


რუსეთის გაძევება გაზის ბაზრიდან ევროპაში ფასების აქამდე არნახულ ზრდას გამოიწვევს, და სწორედ ამიტომ, გაზი გახდა დიპლომატიური იარაღი, რომელსაც ევროკავშირის ვერაფერს უპირისპირებს.

 


სხვათა შორის, არც რუსეთია ამ საკითხში პასიური და ფაქტობრივად ევროპას ენერგეტიკული სანქციები დაუწესა - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ დასავლეთის გაურკვეველი პოზიციის გამო, მოსკოვმა კონტინენტის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება 15%-ით შეამცირა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up