Forbes: აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტოვალუტებს ომს უცხადებს

Forbes: აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტოვალუტებს ომს უცხადებს

access_time2021-09-09 20:00:14

ბოლო 2 წლის მანძილზე კრიპტოვალუტების ბაზარი სწრაფი ტემპებით იზრდება, თუმცა ეს ტენდენცია შესაძლოა შეიცვალოს.  


აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიას ახალი უფროსი ჰყავს. ფინანსური „ქორიმა“ გარი გენსლერმა სასაქონლო ფიჩერსების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დერივატივებით ვაჭრობის რეგულირება მკვეთრად გააძლიერა. კრიპტო სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულება მკვეთრად ნეგატიურია, მან კრიპტობაზარზე არსებული ვითარება  „ველურ დასავლეთად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მისი მიდგომა რეგულირებისადმი ნეიტრალური არ იქნება, რაც დეცენტრალიზებულ ფინანსურ პლატფორმებსაც ეხება.



The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომისიამ უკვე დაიწყო გამოძიება დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟის Uniswap-ის მფლობელ კომპანია Uniswap Lab-ის წინააღმდეგ. გამოძიების მიზანი იმ ციფრული აქტივების შესწავლაა, რომლებიც ზედამხედველობას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან. ბაზარზე ახალი გამოძიებებიც არ არის გამორიცხული.



აგვისტოს ბოლოს ანალიტიკურმა ბლოკჩეინ კომპანიამ AnChain.AI-მა განაცხადა, რომ ფასიანი ქაღალდების კომისიას დარეგულირებულ ბაზარზე ტრანზაქციების დადგენის და კონტროლისთვის საჭირო ტექნოლოგიას მიაწვდის. 


„კომისია ძალიან დაინტერესებულია გაიგოს, თუ რა ხდება ციფრული აქტივების სამყაროში“ - განაცხადა AnChain.AI-ის მფლობელმა ვიქტორ ვონგმა. 



ამჟამად კომისია ცდილობს კრიპტო ბიზნესთან ისე როგორც ჩვეულებრივ კომპანიებთან მიუშავოს. კომისია მათგან  სტანდარტულ ინფორმაციას სტრუქტურაზე, ბენეფიციარებზე, ფინანსურ მდგომარეობაზე და ა.შ. ითხოვს. თუმცა ეს კრიპტო სამყაროს იდეას ეწინააღმდეგება, რადგან ვირტუალური ვალუტის უპირატესობა სწორედ დეცენტრალიზაცია და სახელმწიფო რეგულირების არარსებობაა. 


ამ დროისთვის არსებული კანონმდებლობით, კრიპტოვალუტები ნაცრისფერ ზონაში არიან და ამერიკის საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშვალდებულები მხოლოდ 2024 წლის შემდეგ იქნებიან. 



დეცენტრალიზებულ ბირჟებს მართლაც ბევრი სუსტი ადგილი გააჩნიათ, რომელიც სწორედ სახელმწიფო რეგულირების და ზედამხედველობის არარსებობის შედეგია. ისინი ფულის გათეთრებისგან და თაღლითობისგან დაცულები არ არიან, რადგანაც კრიპტოვალუტების ოპერაციები ანონიმურია და პირადობის დადასტურებასაც  არ საჭიროებენ. კრიპტობირჟებს ასევე აქტიურად იყენებენ ფინანსური პირამიდები და ნარკოდილერები. 



თუმცა, ბირჟა Uniswap-ის დირექტორმა სტივ ადამსმა განაცხადა. რომ მისი ტექნოლოგია არის მხოლოდ კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცლის ნეიტრალური საშუალება, რომლის გამოყენებაც ბოროტი მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი. 


კრიპტოაქტივების კაპიტალიზაციის და მოცულობების ზრდა რეგულატორებს სულ უფრო მეტად აღიზიანებს და ფასიანი ქაღალდების კომისიის გამოძიება მხოლოდ დასაწყისია ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. 



კრიპტოპლატფორმების რეგულირება კრიპტო სამყაროს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან რეგულაციები მათ ხარჯებს გაზრდის და ტრანზაქციებს ანონიმურობას ეჭვქვეშ დააყენებს.



მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

წყარო: Forbes.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up