Forbes: ბიზნესმენები, რომლებმაც იმოგზაურეს ან იმოგზაურებენ კოსმოსში

Forbes: ბიზნესმენები, რომლებმაც იმოგზაურეს ან იმოგზაურებენ კოსმოსში

access_time2021-06-20 16:00:03

7 ივნისს ჯერ ბეზოსმა განაცხადა რომ 20 ივლისს საკუთარი კომპანია Blue Origin-ის რაკეტით კოსმოსში იმოგზაურებს. თუმცა, ის არ იქნება პირველი მილიარდერი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება, ასევე არც ერთად-ერთი, ვინც ამას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

 

აი მოკლე და არასრული სია იმ მეწარმეებისა, რომლებმაც ან იმოგზაურეს ან მომავალში იმოგზაურებენ კოსმოსში:

 

1.ჩარლზ სიმონი

როდის: 2007 წლის აპრილში და 2009 წლის მაისში

სად: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

როგორ: რუსული კოსმოსური რაკეტა „სოიუზით“.

 

ჩარლზ სიმონი, რომელმაც Microsoft Office-ის პირველი ვერსიები შექმნა, კოსმოსში 2-ჯერ იყო, და ამ მხრივ ის პირველი და ერთად-ერთია.

 

ამაში მას კოსმოსური მოგზაურობების კომპანია Space Adventures დაეხმარა. ჯამურად მან ორივე ფრენაში $60 მლნ გადაიხადა.

 

სიმონი აღტაცებული იყო შთაბეჭდილებებით: „ ყოველი 90 წუთი გაზაფხულს, შემოდგომას, არქტიკას, ტროპიკებს, დღეს და ღამეს ხედავ. ეს წარმოუდგენელი შთაბეჭდილებებია“.

 

2. გი ლალიბერტე

როდის:  2009 წლის სექტემბერში

სად: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

როგორ: რუსული კოსმოსური რაკეტა „სოიუზით“.

 

ყოფილმა ქუჩის მსახიობმა გი ლალიბეტემ 1984 წელს მსოფლიოში განთქმული საცირკო კომპანია Du Soleil შექმნა და ის საერთაშორისო დონეზე გაიყვანა.

 

2009 წელს მან ბიზნეს საქმიანობა დროებით გადადო და კოსმოსური მოგზაურობისთვის მზადება დაიწყო.

 

მან მოგზაურობაში $35 მლნ კომპანია Space Adventures-ს გადაუხადა.

 

„დედამიწაზე დაშვება ავარიაში გადარჩენის მცდელობას წააგავს.  მაგრამ როგორც კი ხომალდი დედამიწას შეეხო,  უკვე მინდოდა უკან დაბრუნება და კიდევ ერთხელ გასეირნება“, - აღწერა მან თავისი შთაბეჭდილებები მოგზაურობისგან.

 

3.ჯარედ აკერმანი


როდის: 2021 წლის სექტემბერში

სად: დედამიწის ორბიტაზე

როგორ: SpaceX Dragon-ით

 

საგადამხდელო სერვისის დამაარსებლის  ჰარედ აიზეკმანის ერთ-ერთი გატაცება ავიაციაა - მისი ერთ-ერთი ჰობია გასეირნება სამხედრო თვითმფრინავებით.

 

უახლოეს თვეებში ის კოსმოსშიც გაფრინდება - მან SpaceX-ის მიერ ორგანიზებულ რეისზე ოთხივე ბილეთი იყიდა. მისი მიზანია წმ. იუდას სახელობის საბავშვო ონკოლოგიური კლინიკის საქმიანობისადმი ყურადღების მიპყრობა.

 

მასთან ერთად კოსმოსში ამ კლინიკის ყოფილი პაციენტი ჰეილი არსენო გაფრინდება.

 

4. იუსაკუ მაედზავა

როდის: 2021 დეკემბერში და 2023 წელს (ზუსტი თარიღი უცნობია)

სად: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და მთვარის ირგვლივ

როგორ: რუსული კოსმოსური რაკეტა „სოიუზით“ და SpaceX Starship-ით

 

იაპონელი იუსაკუ მაედზავა მილიარდერი ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზიის Zozotown-ის წყალობით გახდა.

 

2018 წელს ილონ მასკმა განაცხადა, რომ მაედზავა იქნება პირველი კერძო კლიენტი, რომელიც მთვარის ირგვლივ იფრენს.

 

წლის დასაწყისში მილიარდერმა ასევე შეიძინა ბილეთი საერთაშორისი კოსმოსურ სადგურზე. ასე რომ, ის კოსმოსში გასეირნებას 2-ჯერ აპირებს.

 

5. რიჩარდ ბრენსონი

როდის: 2021 წლის ბოლოს (ზუსტი თარიღი უცნობია)

სად: სუბორბიტალური სივრცე

როგორ:  კოსმოსური ხომალდი Virgin Galactic Unity-ით

 

მილიარდერი იქნება თავისივე კომპანიის მესამე საცდელი რეისის მგზავრი. პირველი გაშვება მაისში შედგა, ხოლო მესამე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

ბრენსონის წარმატებული დაბრუნების შემდეგ მუშაობას კომპანიის კომერციულ განყოფილებაში დაიწყებს. ამ დროისთვის ბილეთები 600–მა ადამიანმა დაჯაშვნა, მათ შორის ტომ ჰენქსმა და ანჟელინა ჯოლიმ.

 

6. სერგეი ბრინი

როდის: თარიღი უცნობია

სად: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

როგორ: Space Adventures

 

2008 წელს  Google-ის დამაარსებელმა $5 მლნ Space Adventures-ში დეპოზიტის სახით ჩადო. ეს თანხა მას ორბიტაზე გასეირნების უფლებას აძლევს.

 

მან უკვე განაცხადა, რომ კოსმოსში მოგზაურობას გეგმავს, თუმცა, თარიღი არ დაუზუსტებია.

 

ტაილერ და კემერონ ვინკლვოსები

როდის: თარიღი უცნობია

სად: სუბორბიტალურ სივრცეში

როგორ:  Virgin Galactic-ის ხომალდით

 

ტყუპებმა ვინკლვოსებმა უკვე განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში კოსმოსში გასეირნებას აპირებენ და ამ თავგადასვლისთვის უკვე ემზადებიან, თუმცა ზუსტი თარიღი არ გამოუცხადებიათ.

 

ძმებმა ბილეთები ბიტკოინებით იყიდეს, თითო საგზურის ფასი 250 000 დოლარია.

 

 

 

წყარო: forbes





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up