Forbes: ჩრდილოეთ კორეელები რეჟიმს კონტრაბანდული კოსმეტიკით ებრძვიან

Forbes: ჩრდილოეთ კორეელები რეჟიმს კონტრაბანდული კოსმეტიკით ებრძვიან

access_time2020-11-28 19:00:06

21-ე საუკუნეში ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა, სადაც მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომა არა აქვს, ხოლო მოქალაქეთა გარეგნობის საკითხს სახელმწიფო აპარატი არეგულირებს.


მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი ან თმების სხვადასხვა ფერებში შეღებვა ჩრდილოეთ კორეაში ხელისუფლების უპატივცემლობად ითვლება, და ჯარიმით ისჯება. ეს ადგილობრივ ახალგაზრდობაში უკმაყოფილებას და შედეგად სამხრეთ კორეული კოსმეტიკის მასშტაბურ კონტრაბანდას იწვევს. ახალგაზრებისთვის ეს რეჟიმთან ბრძოლის თითქმის ერთადერთი საშუალებაა.


ქალის გარეგნობას დახურულ ქვეყანაში აყალიბებენ მამაკაცი-პარტიული ფუნქციონერები. იდეალური კორეელი ქალი არის შრომის გმირი, რომელიც უპირატესობას ჩაცმის მოკრძალებულ სტილს, უბრალო ვარცხნილობას ანიჭებს და რაც მთავარია კოსმეტიკას საერთოდ არ იყენებს. ლამაზად მრგვალი, თეთრი სახე მოკლე ვარცხნილობით აქვს.


მოდის პარტიული ნორმების დაცვას ე.წ. „მოდის პოლიცია“ აკონტროლებს, სპეციალური პატრული, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის ქალთა კავშირის აქტივისტები შედიან. ისინი ქუჩებში პატრულირებენ და აჩერებენ ქალებს, რომლებსაც აკრძალული ტანსაცმელი აცვიათ, ან სახეებზე კოსმეტიკის გამოყენების ნიშნები აქვთ.


კანონის დამრღვევები ჯარიმას იხდიან და რადენიმე კვირის მანძილზე „თვითკრიტიკის სეანსებზე“ დადიან, სადაც ისინი საკუთარ შეცდომებზე გულახდილად საუბრობენ და სხვების კრიტიკასაც ისმენენ. თუმცა, 21-ე საუკუნემ და გარე სამყაროდან ინფორმაციის შეღწევამ სისტემა შეარყია, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთიდან კოსმეტიკის, ტანსაცმლის და აკრძალული ფილმების კონტრაბანდამ წალეკა.


დღეს სამხრეთ კორეა სილამაზის გლობალური ბაზრის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია. ამ მოვლენას მსოფლიოში „კორეულ ტალღას“ უწოდებენ. ეს ტალღა იმდენად მძლავრია, რომ მან სრულიად ჩაკეტილ ჩრდილოეთ კორეაშიც კი შეაღწია.



მკაცრი კანონების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური და ჩრდილოვანი ეკონომიკასერთმანეთთან ჰარმონიულად თანაარსებობენ. სახელმწიფოს მიერ გადახდილ ხელფასთან ერთადბევრი კორეელი შემოსავალს არალეგალურბაზრობებზე ვაჭრობითაც იღებს.


კერძო ვაჭრობა ქვეყანაში 90-ა წლებში გაჩნდა, როდესაც კვების ბარათების ოფიციალური სისტემა ჩამოიშალა და მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. გადარჩენისთვის ბევრმა ადამიანმა ვაჭრობა დაიწყო, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კორეაში უზარმაზარი შავი ბაზარი, ფაქტიურად, პარალელური ეკონომიკა ჩამოყალიბდა.


პირველ ეტაპზე ასეთ ბაზრებში მხოლოდ კვების პროდუქტები იყიდებოდა, თუმცა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენიც გამოჩნდა ტექნიკა, ტანსაცმელი, დისკები აკრძალული მუსიკით და ფილმებით, უცხოური ჟურნალები, კოსმეტიკა. ამ მოვლენამ სრულიად ახალი თაობა გაზარდა, ახალგაზრდა ჩრდილოეთ კორეელები, რომლებსაცოფიციალური პროპაგანდის არ სჯერათ, დასნორმალური ცხოვრებას სურთ.


არასამთავრობო ორგანიზაციის «Liberty in North Korea» -ს აქტივისტის სოკილ პაკის თქმით, კონტრაბანდულმა ჟურნალებმა და ფილმებმა ჩრდილოეთ კორეაში სილამაზის სტანდარტების შეცვალეს.


„აქაურ ახალგაზრდებს სურთ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც სამხრეთ კორეაში, და მათ ამის საშუალებას სწორედ კონტრაბანდისტები აძლევენ. პხენიანის ბაზრებში კოსმეტიკის მოძებნა ძალიან ადვილია, თუმარტივი წესები იცი. ყიდვისთვის რამდენიმე კოდური სიტყვა უნდა იცოდეთ. თანაც კოსმეტიკის გამყიდვლები სამხრეთ კორეული აქცენტით ლაპარაკობენ. როგორც წესი ისინი კოსმეტიკას სახლებში ინახავენ და თუ ყველა წესი დაცულია, მათ კლიენტი შინ მიჰყავთ“ - ამბობს ის.


რისკი, რომელთანაც დაკავშირებულია კოსმეტიკის ჩამოტანა და ყიდვა-გაყიდვა, კორეელი ახალგაზრდების ლტოლვას თავისუფლებისკენ მხოლოდ ზრდის. ისინი აკრძალვების მიუხედავად მაკიაჟს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო თამამად იყენებენ და კოსმეტიკას პროტესტის სიმბოლოდ მიიჩნევენ.


ჩრდილოეთ კორეული რეჟიმი ამ მოვლენაში საფრთხეს ხედავს და მას არა მხოლოდ ძალით, არამედ საკუთარი კოსმეტიკური მრეწველობის განვითარებით უპირისპირდება, მაგრამ უშედეგოდ - ჩრდილოეთ კორეელი ახალგაზრდები მაინც სამხრეთ კორეულ კოსმეტიკას ყიდულობენ. არამხოლოდ იმიტომ, რომ ის გაცილებით მაღალხარისხიანია, არამედ იმიტომაც, რომ სწორედ მან გაზარდა მათში თავისუფლების სურვილი და რეჟიმთან ბრძოლის საშუალება მისცა.


forbes.ru

თენგიზ აბლოთია



თეგები:
კორეა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up