Forbes: Citigroup დოლარის 20%-ით გაუფასურებას პროგნოზირებს

Forbes: Citigroup დოლარის 20%-ით გაუფასურებას პროგნოზირებს

access_time2020-11-19 20:30:04

2021 წელს დოლარის კურსი სავარაუდოდ 20%-ით დაეცემა იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, ეს კი საერთაშორისო ვაჭრობას და ეკონომიკურ ზრდას აღადგენს,  ასეთია ბანკ Citigroup-ის პროგნოზი. თუ ეს მართლაც მოხდება, ეს 1985 წლიდან დოლარის რეკორდული გაუფასურება იქნება, როდესაც დოლარი 6 მსოფლიო ვალუტასთან წლის მანძილზე 18,5%-ით დაეცა.


ვაქცინის გარდა, დოლარს ასევე ფედერალური რეზერვის ფრთხილი პოლიტიკა დაარტყამს. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენასთან ერთად ინვესტორები ამერიკული აქტივებიდან ნელა-ნელა სხვა ბაზრებზეც გადავლენ.


ინდექსი Bloomberg Dollar Spot Index, რომელიც 10 მოწინავე ვალუტასთან დოლარის კურსის დინამიკას ასახავს, პანდემიის დასაწყისში, მარტში 11%-ით შემცირდა. 16 ნოემბერს დოლარის კურსზე ნეგატიურად მოქმედებდა ასევე ინფორმაცია კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინის თითქმის 95%-იანი ეფექტურობის თაობაზე. ვაქცინის გაჩენის შედეგ დოლარი იგივე გზით წავა, რითაც 2000-ანი წლების შუა პერიოდში მიდიოდა, თვლიან Citigroup-ს ანალიტიკოსები, იმ პერიოდში დოლარი რამდენიმე წლის მანძილზე უფასურდებოდა.



ნეგატიურ დინამიკას მაშინ ხელს უწყობდა 2001 წელს ჩინეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ამ მოვლენამ იმ წლებში გლობალიზაციის ტალღას ხელი შეუწყო, საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა გაზარდა, და აშშ-ს შედარებით დახურული ეკონომიკა უკან მოიტოვა.


ექსპერტების ნაწილი ასევე არ გამორიცხავს, რომ დოლარის გაუფასურებას ხელს პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევა შეუწყობს. კერძოდ, 2021 წლის მანძილზე დოლარის კურსის ვარდნა ევროსთან 10% არის მოსალოდნელი. ამას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზები ჰქონდეს. კერძოდ, ტრამპის დროს საგადასახადო შეღავათები მოქმედებდა, რომლებიც ქვეყნის შიგნით ბიზნესის წარმოებას ახალისებდა, ხოლო ბაიდენი გადასახადების ზრდაზეა ორიენტირებული. ამან შესაძლოა შტატებიდან ინვესტიციების გადინება გამოიწვიოს.


მეორე ფაქტორია სავაჭრო ომი ჩინეთთან, რომელსაც ბაიდენი სავარაუდოდ, ბოლომდე ვერ შეწყვეტს, თუმცა, შეარბილებს, ეს კი პროგნოზირებადობს გაზრდის. ეს დადებითად იმოქმედებს განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე და დოლარზე უარყოფითად აისახება. კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება გახდეს, რის სურვილსაც ბაიდენი ღიად აფიქსირებს. ეს ევროს მიმართ ინვესტორების ინტერესს წაახალისებს.


ზოგადად, ბაიდენის გაპრეზიდენტება მეტ პროგნოზირებას, ნაკლებ სავაჭრო ომებს და ნაკლებ პროტექციონიზმს ნიშნავს და შესაბამისად, უკეთეს პერსპექტივებს სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვის. შესაბამისად, ინვესტიციები სხვა ვალუტებში გაიზრდება, რაც ავტომატურად დოლარს დააკლდება.


forbes.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
დოლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up