Forbes Georgia - ენერგეტიკა, ხვიჩა მაქაცარიას CBS ჯგუფში

Forbes Georgia - ენერგეტიკა, ხვიჩა მაქაცარიას CBS ჯგუფში

access_time2022-11-16 15:35:14

რეგიულირებადი ბიზნესი, როგორც გამჭვირვალობის და სტაბილურობის უპირატესობა!

 

ქართველ ბიზნესმენს ხვიჩა მაქაცარიას Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე ესაუბრა:


- მაინც ვერ გავიგე, რატომ თვლით ასე მიმზიდველად რეგულირებად ბიზნესებს?


- და თქვენ რა პრობლემას ხედავთ?


 - მე არაფერს, მე აქ კითხვებს ვსვამ და თქვენი აზრი მაინტერესებს.



- მე ვთვლი, რომ ამ კომპანიებს აქვს ზრდის დიდი პოტენციალი, ანალოგიური სქემა მქონდა, როცა ვფიქრობდი „GWP”-ის (თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალგამანაწილებელი კომპანია) შეძენას, რომ ერთი მეგაკომპანია გაგვეკეთებინა, ყველა კომუნალური სერვისითა და ქსელებით, რომელსაც სააქციო საზოგადოებად ჩამოვაყალიბებდით და აქციების საჯარო განთავსებას (IPO) გავაკეთებდით, მაგრამ არ გამოვიდა. მიუხედავად ჩემი მრავალგზის მცდელობისა, შეთანხმება არ შედგა და თანხა, რომელიც ესპანურმა კომპანია „აქუალიამ” გადაიხადა, საკმაოდ მაღალი იყო. სხვათა შორის, კომპანიების ზრდას რომ ვგულისხმობ, საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ ზრდისა და განვითარების იმ პროცესს, რასაც ჯგუფში შემავალი ბიზნესები გადიან. ეს პროცესი არ არის მარტივი ან იოლი. - ანუ, გულისხმობთ, რომ თქვენც იზრდებით და ვითარდებით კომპანიების ზრდასთან ერთად? - მინიმუმ, ვსწავლობ. და ვსწავლობ ბევრს. რამდენად ვვითარდები და ვიცვლები, ეს სხვამ შეაფასოს. და კომპანიების შედეგებით და ახალი პროექტებით ვიმსჯელოთ.



ხვიჩა მაქაცარია მიდასტურებს „თბილისი ენერჯის”  სრულად გამოსყიდვას, წინა ყაზახი მეპატრონეების სრულ ფინანსურ გასტუმრებას, ახალი მენეჯმენტი ამ კომპანიაში 2019 წლიდან არის და დღემდე 70 მლნ დოლარის კაპიტალური ინვესტიციაა განხორციელებული, 2022 წლის ბოლომდე დამატებით $10 მლნ-ის ინვესტირებას აპირებს და აქვე დასძენს, რომ 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს 3-იდან 5 წლამდე გრაფიკით.



- ამ თანხას აწევთ თავად თუ პარტნიორის შემოყვანას გეგმავთ?



- „თბილისი ენერჯი”? როგორც ბიზნესისთვის იქნება საჭირო, ისე ვიმოქმედებთ. ამოსავალი და პრიორიტეტია მინიმუმამდე დავიდეს ტექნიკური დანაკარგები, მოხდეს ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება და უსაფრთხოების ზომების კიდევ მეტად გაძლიერება, რისთვისაც საკომუნიკაციო კამპანიასაც გავაძლიერებთ. მიუხედავად იმისა, რომ შედარებაც აღარაა, რა იყო ჩვენ შესვლამდე კომპანიაში ავარიების თუ ტრაგიკული შემთხვევების კუთხით, მგონია, რომ მეტს გავაკეთებთ, რათა მინიმუმდე დავიდეს დაუდევრობით გამოწვეული უბედური შემთხვევები. - „თელასი“? - „თელასი“ სხვა ისტორიაა, ეს ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულების და ხედვის ნაწილია, რაც ენერგეტიკას უკავშირდება. ენერგეტიკაში ინვესტირებას გავაგრძელებთ გენერაციისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებითაც.



 „თელასის“ 25% წილის შეძენით, ჩვენი ჯგუფი სრულად შევიდა კომპანიაში და მის ყოველდღიურობაში ვმონაწილეობთ, ამ მხრივ ყოველმხრივი კომფორტია პარტნიორებს შორის, მაგრამ არ მინდა დავმალო ორი თემა, რაც კავშირშია „თელასის“ წილის ყიდვასთან. ვფიქრობ პირველი მაინც ის არის, რომ ვეცდები აუცილებლად დავასრულო თელასის თემა... - დაასრულებთ, ანუ? „თელასსაც” ყიდულობთ რუსებისგან?! - კი ბატონო, ვადასტურებ განზრახვას და ვფიქრობ, დროის ამბავია „თელასი“, „თბილისი ენერჯის“ და „ბილაინის“ მსგავსად შეიძლება, რომ ქართული კომპანია გახდეს. - ვადებზე ან თანხებზე შეგვიძლია საუბარი დღეს? - ეს პროცესია. და დღეს შემიძლია მხოლოდ დავადასტურო განზრახვა და ის, რომ პროცესი აუცილებლად იმ შედეგით დასრულდება, რაც გითხარით. ენერგეტიკა CBS-ში შემავალი კომპანიების სოლიდურ ნაწილს წარმოადგენს. გენერაციის პროექტებიდან მალე 60 მგვტ ჰიდროელექტროსადგურები ჩაეშვება, პროცესშია მზისა და ქარის პროექტები, რომლებზეც ინვესტორს საუბარი ჯერ არ სურს. ერთს ვიტყვი დაზუსტებით, რომ შემდეგი წლები ჩვენი კომპანიების წარმოჩენისა და მდგრადობის გაძლიერების წლები იქნება, სადაც პრიორიტეტული ენერგეტიკა და საკომუნიკაციო მიმართულებები გახდება. პორტფელში სოფლის მეურნეობაც არის, ნახავთ სიაში და იქიდან გამოსვლას აპირებს, რადგან სრულად კონცენტრირდეს კომპანიების მდგრადობაზე და აქცენტირება ენერგეტიკასა და კომუნიკაციებზე მოახდინოს



(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up