Forbes: გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სერტიფიცირება შეაჩერა - გაზი ისევ გაძვირდა

Forbes: გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სერტიფიცირება შეაჩერა - გაზი ისევ გაძვირდა

access_time2021-11-17 20:00:59

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მმართველი შვეიცარიული კომპანია Nord Stream 2 AG-ის სერტიფიცირებას აჩერებს.

 


რეგულატორის ინფორმაციით, პროცესი მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც კომპანია გერმანიაში იურიდიულ პირად დარეგისტრირდება და მილსადენის მართვის ყველა აქტივი ამ გერმანული კომპანიის საკუთრებაში გადავა.

 


„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამოქმედებისთვის გერმანიაში სერტიფიცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ გერმანიაა მისი ბოლო წერტილი.


 

სერტიფიცირება კანონით თანახმად, განაცხადის შეტანიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბოლო ვადა წესით 2022 წლის 8 იანვარია.


 

რეგულატორის გადაწყვეტილება ვადების გადაწევას არ გამოიწვევს, რადგანაც Nord Stream 2 AG-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მზადაა გერმანული მხარის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

 


რას ნიშნავს ეს ყველაფერი ევროპისთვის?

 


გაზსადენის მმართველი კომპანიის პროგნოზით, 2035 წლისთვის, ჰოლანდიაში, ბრიტანეთში და ნორვეგიაში მოპოვების მკვეთრი შემცირების ფონზე, ევროპაში გაზის დეფიციტი 120 მლრდ. კუბურ მეტრს შეადგენს, მოხმარება კი არ შემცირდება, რადგანაც დღეს არსებული ორგანული საწვავების სახეობებს შორის, სწორედ გაზია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა.

 



შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმპორტის ზრდის ხარჯზე, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს კი დამატებითი იმპორტის მესამედის გატარება შეუძლია.

 


გერმანული რეგულატორის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა ზრდა დაიწყო და 1060 დოლარს მიაღწია.

 


სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ენერგოკრიზისი ევროპაში გამწვავდება - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამუშავებაში შეფერხებებთან ერთად, „გაზპრომი“ ამცირებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის და პოლონეთის გავლით.

 


ამასთან ერთად ტექნიკური მიზეზების გამო მეოთხედით შემცირდა გაზის მიწოდება ნორვეგიიდან, შესაბამისად, დეფიციტის დაძლევის პერსპექტივა ისევ კითხვის ქვეშ აღმოჩნდა.

 


პროექტის შეჩერება გაზის დეფიციტის და კატასტროფულად მაღალი ფასების ფონზე, პირველ რიგში ევროპელ მომხმარებლებს დააზარალებს.


 

რუსული გაზსადენის წინააღმდეგ პირველ რიგში გამოდიან ქვეყნები, რომლებიც რუსული გაზის ტრანზიტს ახორციელებენ, შესაბამისად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მათთვის პირდაპირი კონკურენტია - პირველ რიგში უკრაინა და პოლონეთი.



„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამუშავების შემთხვევაში უკრაინა წელიწადში 2 მლრდ.დოლარს და რუსეთზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტობრივად ერთადერთ რეალურ საშუალებას დაკარგავს.

 


ევროკავშირს და გერმანიას გაზსადენის წინააღმდეგ გალაშქრების თავისი მიზეზები აქვთ - „გაზპრომს“ არ სურს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის რეგულაციების შესრულება - კერძოდ, კანონმდებლობა კრძალავს გაზის მომპოვებლის და ტრანზიტორის მუშაობას დისტრიბუციის სექტორში.

 


გარდა ამისა, ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მმართველი კომპანია ვალდებულია სურვილის შემთხვევაში გაზის სხვა მომპოვებლებისთვის თავის ინფრასტრუქტურაზე წვდომა უზრუნველყოს.

 


სწორედ ამ საკითხებზე შეუთანხმებლობა გახდა იმის მიზეზი, რომ გერმანია, მწვავე ენერგოკრიზისის მიუხედავად, გაზსადენის სერტიფიცირებას არ ჩქარობს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up