როგორც
ცნობილია,
საქართველო
დისტანციურად
დასაქმებულ
მოქალაქეებს
ქვეყანაში
ეპატიჟება
- იმისთვის,
რომ
მათ
საქართველოდან
იმუშაონ.
თუმცა შეძლებული უცხოელების მოზიდვის ამ შანსის გამოყენებას სხვებიც აპირებენ.
- ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა Forbes-ი წერს.
სანამ მთელ მსოფლიოში ოფისების ნახევარი დაკეტილია, პოპულარული კურორტები უცხოელებს 1 წლით მათთან გადმოსვლას სთავაზობენ. კუნძულოვან სამოთხეებს, რომლებიც ტურისტების მწვავე დეფიციტს განიცდიან, უცხოელები ჰაერივით სჭირდებათ- ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების და უმუშევრობის ზრდის თავიდან არიდებისთვის.
საზღვრების გახსნას და საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად, პოპულარული კურორტები უცხოელებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ - კერძოდ, იმათთვის ვინც მოისურვებს ამ ქვეყნებში მინიმუმ 1 წლით ჩამოსვლას და მათი ტერიტორიებიდან დისტანციურად მუშაობას.
პირველმა ეს ბარბადოსმა გააკეთა - ჯერ კიდევ ივლისში ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცხოელებს გადასახადების გადახდის გარეშე კუნძულზე 1 წლის მანძილზე ცხოვრება და მუშაობა შეეძლებათ.
წლიური ვიზა ამ პროგრამის ფარგლებში საკმაოდ ძვირია - 2000 დოლარი ერთი ადამიანისთვის და 3000 - ოჯახისთვის.
სახელმწიფო სააგენტო Barbados Tourism-ის დირექტორის იოში სკიტის თქმით, პროგრამის მიზანია ეკონომიკის სტიმულირება ქვეყანაში, სადაც ტურიზმზე მშპ-ს 14% მოდის.
რამდენიმე კვირის შემდეგ, ბარბადოსს სხვა ქვეყანამაც მიბაძა - ყველა იყენებს ერთადერთ ლოზუნგს - „იმის ნაცვლად, რომ სახლიდან იმუშაოთ კომპიუტერით, რომელზეც პლიაჟის სურათია დაყენებული - ჩამოდით, და ნამდვილი პლიაჟებიდან იმუშავეთ,“.
აგვისტოდან დისტანციური თანამშრომლებისთვის პროგრამა ბერმუდის კუნძულებმა აამუშავა. ვიზის ღირებულება მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე ბარბადოსზე - ის 263 დოლარი ღირს.
პროგრამის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლება.
ბერმუდის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა დევიდ ბერტმა განაცხადა - „არაა აუცილებელი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში საკუთარი ბინის ტყვეობაში დარჩენა, თანაც შეზღუდვების და დაინფიცირების მაღალი რისკის პირობებში“.
პროგნოზების მიხედვით, 2021 წელს ბერმუდის კუნძულებს სერიოზული რეცესია ელის, ამიტომაც, ტურიზმის სააგენტოს უფროსის გლენ ჯონსის თქმით, ახალი პროგრამა ეკონომიკაში ასე საჭირო ფულს დააბრუნებს.
„ასეთი სტუმრები ადგილობრივი მოქალაქეების და ტურისტების ერთგვარი ჰიბრიდები იქნებიან. ისინი ფულს ჩვენს რესტორნებში და სპა-სალონებში დახარჯავენ, ეს კი უმუშევრობის ზრდის შეჩერების საშუალებას მოგცემს“ - განაცხადა მან.
ექსპერტების შეფასებით, უახლოეს თვეებში დასაქმებულთა 30% მთელს მსოფლიოში დისტანციურად მუშაობას გააგრძელებს, მილიონობით სკოლის მოსწავლე სწავლას ონლაინ-რეჟიმში იწყებს, ხოლო ტურისტული სექტორი უმძიმეს ვარდნას განაგრძობს.
დისტანციურად მომუშავე უცხოელების მოსაზიდად კურორტები სპეციალური პროგრამებს ამუშავებენ, მათ შორის მათი შვილების სწავლების კუთხით.
მაგალითად სასტუმრო Riviera Nayarit მექსიკის ქალაქ პუნტა-მიტაში სტუმრებს რეპეტიტორების და ადგილობრივი სკოლების მასწავლებლების მომსახურეობას სთავაზობს, ხოლო დომინიკას რესპუბლიკაში მდებარე სასტუმრო Eden Roc Cap Cana უცხოელებს ესპანური ენის და ფორტეპიანოს უფასო გაკვეთილებით იზიდავს.
forbes.com
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ