Forbes-ის სიაში 5 ყაზახს შორის ნაზარბაევის ქალიშვილი და სიძე არიან

Forbes-ის სიაში 5 ყაზახს შორის ნაზარბაევის ქალიშვილი და სიძე არიან

access_time2022-01-10 20:00:35

მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში 5 ყაზახია, მათ შორის 2 ექს-პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარაბაევის ოჯახი წევრია, ერთი კი მისი ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი.

 

1. ვლადიმერ კიმი - სპილენძის მომპოვებელი კომპანიის KAZ Minerals-ის პრეზიდენტი, მისი ქონება შეადგენს $4,1 მლრდ-ს. გლობალურ რეიტინგში 671-ე ადგილზეა.

 

კიმი კორეელი მიგრანტების ოჯახიდანაა. მან მიიღო განათლება მშენებლობის და ბიზნესის მართვის დარგში, 1995 წლიდან მუშაობდა სამთო-მომპოვებელ კომპანია „კაზახმის“-ში, რომელიც პირველი ყაზახური კომპანია იყო ლონდონის ბირჟაზე.

 

2014 წელს უკვე გენერალური დირექტორის რანგში კიმმა რეორგანიზაცია განახორციელა, რის შედეგადაც „კაზახმისი“ გადაკეთდა KAZ Minerals-ად და ბირჟაც დატოვა.

 

ყველაზე მდიდარი ყაზახი 61 წლისაა.

 


2. ბულატ უტემურატოვი - ფლობს აქტივებს ისეთ დარგებში, როგორც სოფლის მეურნეობა, სამთო-მომპოვებელი მრეწველობა, ბანკები და სასტუმროებია. ქონება - $3,6 მლრდ, 886-ე ადგილი გლობალურ რეიტინგში.

 

უტემურატოვი წლების წინ პრეზიდენტ ნაზარბაევის ადმინისტრაციის უფროსი იყო. მის ბიზნეს-აქტივებს შორისაა კერძო ბანკი ForteBank, სასტუმროები Ritz Carlton ნურ-სულთანში (ყოფილი ასტანა), მოსკოვში და ვენაში. ფლობს Burger King-ის ფრანშიზას ყაზახეთში, წილებს ოქროს მომპოვებელ კომპანია RG Gold-ში.


 

მას ასევე ეკუთვნის Beeline-ის ფილიალები ყაზახეთში და ყირგიზეთში.

 


3. ვიაჩესლავ კიმი - ფინტექ და საგადახდო კომპანია Kaspi.kz-ს თანამფლობელი, მისი ქონება $3,6 მლრდ-ს შეადგენს, მილიარდერთა რეიტინგში 896-ე ადგილზეა.

 

მილიარდერთა სიაში 2021 წელს მოხვდა - მას შემდეგ, რაც მისმა კომპანიამ აქციები ლონდონის ბირჟაზე განათავსა. კომპანიის კაპიტალიზაცია $6,5 მლრდ-ია, ის ყაზახეთში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიაა.

 

ქვეყანაში დატრიალებული მოვლენების ფონზე Kaspi.kz-ს აქციები 30%-ით გაიაფდა.

 


4.დინარა კულიბაევა - ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი, ერთადერთი ყაზახი მილიარდერი ქალი, მეუღლესთან ერთად აკონტროლებს ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს „ჰალიკ ბანკს“, რომელიც ასევე ვაჭრობს აქციებით ლონდონის ბირჟაზე.

 

მისი ქონება შეადგენს $2,9 მლრდ-ს, რეიტინგში ის 1108-ე ადგილზეა. არეულობის პირველ დღეებში ბანკის კაპიტალიზაცია 20%-ით შემცირდა.

 


 5. ტიმურ კულიბაევი - ნაზარბაევის სიძე, მისი ქალიშვილის დინარას მეუღლე. ის ძირითადად ფლობს აქტივებს ფინანსურ სექტორში, მისი კაპიტალი $2,9 მლრდ-ს შეადგენს. გლობალური რეიტინგში კულიბაევი 1108-ე ადგილს მეუღლესთან ერთად ინაწილებს.

 

2005-2013 წლებში იყო ნაზარბაევის უშტატო მრჩეველი, 2008-2011 წლებში ყაზახეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის დირექტორი. 2011 წლიდან კულიბაევი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრია.

 

forbes


თეგები:
ყაზახეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up