Forbes: IT-გიგანტებს გადასახადების დამალვა გაუჭირდებათ

Forbes: IT-გიგანტებს გადასახადების დამალვა გაუჭირდებათ

access_time2021-09-04 20:00:33

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უახლოეს მომავალში მაღალტექნოლოგიურ კომპანიებზე ახალი გადასახადის დაწესებას აპირებენ, რაც წინასწარი ინფორმაციით, საშუალოდ ის 15%- შეადგენს.



საერთაშორისო საგადასახადო სისტემა გლობალური ეკონომიკისთვის გამოწვევად დიდი ხნის მანძილზე რჩება ის უმსხვილესი კომპანიები, ომლებიც  ქვეყნებში დაბალი გადასახადებით რეგისტრირდებიან.თან ეს არ არის კლასიკური ოფშორული კომპანიები, მაგალითად, მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ძალიან პოპულარულია ირლანდია. ამერიკული კორპორაციები, რომლებსაც თავიანთი შემოსავლების გაზიარება სახელმწიფოებისთვის არ სურთ, ათწლეულების მანძილზე მიღებულ მოგებას სხვა ქვეყნებში, ადგილობრივი ფილიალების ანგარიშებზე ინახავენ, რაც 2017 წელს 2,7 ტრლნ. დოლარს შეადგენდა.



IT-გიგანტები მსოფლიო ეკონომიკაში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ, რადგან მათი გაყიდვები ადგილზე დამოკიდებული არარის, თან მათი გაკონტროლება ჩვეულებრივ კომპანიებზე ბევრად უფრო რთულია. შესაბამისად, გადასახადის გადახდა არა შეძენის ადგილას, არამედ რეგისტრაციის ქვეყანაში ხდება. ამ მდგომარეობაში ლოგიკურია, რომ მაღალტექნოლოგიური კომპანიების ფილიალებს იმ ქვეყნებში , სადაც დაბალი გადასახადებია არ არეგისტრირებენ. ეს სქემა განსაკუთრებით მიმზიდველია მაშინ, როდესაც საუბარია არა ცუდი რეპუტაციის მქონე ოფშორებზე, მაგალითად ისეთებზე, როგორც პანამა ან ვირჯინიის კუნძულები, არამედ პატივცემულ, განვითარებულ ქვეყნებზე, ისეთებზე, როგორც ირლანდია და ჰოლანდია.




სწორედ ასე იქცევიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Google,  Apple, Facebook და Amazon- ისინი ფარულ მოლაპარაკებებს ოფიციალურ დუბლინთან აწარმოებდნენ - მაგალითად, Apple-მა ირლანდიის მთავრობასთან მიაღწია შეთანხმებას, რომ მოგების გადასახადი მხოლოდ 1,9% იქნება, მაშინ, როდესაც შტატებში 35%. გარიგება რთული სქემით გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ რამდენიმე შვილობილი კომპანია ირლანდიაში და ბერმუდის კუნძულებზე შექმნა. მათ „სათაო ოფისები“ ერქვა, თუმცა, ისინი არანაირ საქმიანობას არ ეწეოდნენ, არ ჰქონდათ ოფისები, და არ ჰყავდათ თანამშრომლები.მსგავს ხრიკებს Facebook-იც იყენებს. ერთ-ერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებისას დაადგინა, რომ კორპორაციას მოგების დიდი ნაწილი ირლანდიის გარდა ევროკავშირის იმ ქვეყნებში გადაჰქონდა, რომლებთანაც სპეციალური შეთანხმებების მიღწევა მოხერხდა.Google-მა 2017 წელს ჰოლანდიაში 3,4 მლნ.ევროს გადასახადები მაშინ გადაიხადა, როდესაც მოგებამ რამდენიმე მილიარდი შეადგინა.



სხვადასხვა ქვეყნები წლების მანძილზე IT-გიგანტებისგან მეტი გადასახადების აკრეფის სისტემის აწყობას ცდილობენ, მაგრამ დიდი წარმატების გარეშე. თუმცა, ამჯერად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება მოახერხეს, და 15%-იან გადასახადზე შეთანხმდნენ. ფორმალურად ეს ინიციატივა არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ სექტორს, არამედ ზოგადად ტრანსნაციონალურ კორპორაციებს შეეხება. მაგრამ პირველ რიგში მისი მოქმედება სწორედ IT-სექტორზე გავრცელდება, რასაც კანონპროექტის ავტორებიც აღიარებენ.



სპეციალისტები უკვე ელიან, რომ მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკები ბიუჯეტების ავსებას და ვალების შემცირებას სწორედ მაღალტექნოლოგიური კომპანიების დაბეგვრით შეძლებენ. აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ახალი კანონი სანდო გლობალური მინიმალური გადასახადის დაწესების შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი სხვადასხვა ქვეყნებს შორის გაწელილ რბოლას დაასრულებს და საშუალო ფენისთვის როგორც შტატებში, ასევე სხვა ქვეყნებში სამართლიანობას უზრუნველყოფს.



სიტყვიერად ახალ გადასახადს  მხარს თავად კორპორაციების უჭერენ  - Google-ის წარმომადგენელმა ჰოსე კასტანედამ განაცხადა, რომ კომპანია საერთაშორისო საგადასახადო სისტემის დაბალანსების ყველანაირ მცდელობას მხარს უჭერს. „როგორც მთავრობებს ასევე ჩვენც გარკვეულობა და სტაბილურობა გვჭირდება, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ რეფორმის შედეგად მეტის გადასახადების გადახდა მოგვიწევს“ - განაცხადა  Facebook-ის  ტოპ-მენეჯერმა ნიკ კლეგმა. თუმცა, შესაძლოა, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ IT-გიგანტები წლების მანძილზე სრულიად საპირისპიროდ იქცევოდნენ.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 


წყარო: Forbes.ru






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up