Forbes: Procter & Gamble გენდერული უთანასწორობის დაძლევას ცდილობს

Forbes: Procter & Gamble გენდერული უთანასწორობის დაძლევას ცდილობს

access_time2021-05-30 18:00:07

კაცობრიობას გენდერული უთანასწორობის დასაძლევად მინიმუმ 100 წელი დასჭირდება, თანაც საუკეთესო შემთხვევაში, თუ დღეს არსებული ყველა ინიციატივა რეალიზებული იქნება, ქალების აქტიური ჩართვა პოლიტიკაში და მმართველობაში, მათ საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელფასებში სხვაობის შემცირება და ა.შ.



თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც 100 წელს არ ელოდება და თავის გასაკეთებელს თავად აკეთებს, მათ შორისაა გლობალური ტრანსნაციონალური კორპორაცია Procter & Gamble, რომელიც სქესისგან განურჩევლად ყველა თანამშრომლისთვის თანაბარი პირობების შექმნას ცდილობს.


ამ დროისთვის კორპორაციის თანამშრომელთა 60% - ქალია, თუმცა, ზედა ეშელონებში დისბალანსი მაინც არსებობს - ტოპ-მენეჯერებს შორის 70% მამაკაცია და მხოლოდ 30% - ქალი. ამიტომაც, კომპანია განსაკუთრებით აქტიურად ამ სეგმენტში მუშაობს.



Procter & Gamble-ში მიიჩნევენ, რომ პირველ რიგში დასაძლევია არა მხოლოდ ქალების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება, არამედ დღეს საზოგადოებაში არსებული გადაჭარბებული მოთხოვნები მამაკაცების მიმართ - ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი ფართოდაა გავრცელებული წარმატებული, ფინანსურად ძლიერი მამაკაცის სტერეოტიპი.



სწორედ ამიტომ კომპანიაში მოქმედებს პროგრამა Share the Care, რომელიც მამაკაცებს ამ თავზე მოხვეული ვალდებულებებისგან ანთავისუფლებს და ბავშვის დაბადებიდან 18 თვეში მას თავისუფალ განრიგს სთავაზობს, მამაკაცს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ვადით (18 თვის ფარგლებში) შვილის მოვლისთვის სახლში დარჩენა შეუძლია.



მათ მეუღლეებს კი ამ დროის გამოყენება კარიერული ზრდისთვის შეუძლიათ.




გენდერული თანასწორობა კომპანიას ახალ სიმაღლეებზე გასვლის საშუალებას აძლევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ დღეს ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია იმ შემთხვევაში, თუ მის რიგებში წონასწორობის იდეაზე ზრუნვა საერთოდ არ მიმდინარეობს. ეს პრაქტიკული საკითხია, კვლევების თანახმად, კომპანიის შიგნით მეტი მრავალფეროვნება ბიზნესს უფრო ეფექტურს ხდის და ინვესტორებმა ეს კარგად იციან.



თანაც მრავალფეროვნება უკეთესია მომხმარებლების გემოვნების გათვალისწინების და მარკეტინგის კუთხით, მომხმარებელიც ხომ მრავალფეროვანი და განსხვავებულია.



კომპანიის მენეჯმენტი ბრალდებებს ფემინიზმში უარყოფს და აცხადებს, რომ ქალებისთვის არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს, და ყველა პროგრამა, რომელიც თანასწორობის დამკვიდრებას ცდილობს, მამაკაცებს არანაირად არ აკნინებს.



„ყველა ჩვენი პროგრამა გათვლილია მამაკაცებზეც და ქალებზეც, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ ყველა თანამშრომლის პოტენციალის გამოვლენას, სქესისგან განურჩევლად. ყველა ბრენდ-გუნდი ჩვენთან შერეულია, იმის მიუხედავად, ვისზეა მათ მიერ შექმნილი პროდუქტები გათვლილი, კაცებზე თუ ქალებზე“, - ამბობენ კორპორაციაში.



Procter & Gamble-ში დიდი ყურადღება ასევე ქალთა და მამაკაცთა ხელფასების თანასწორობას ექცევა. ხელფასების დადგენა გამჭირვალე და ობიექტური კრიტერიუმებით ხდება, ხოლო კომპანია რეგულარულად აკონტროლებს გასამრჯელოს სამართლიანობას და მიღწეულ შედეგებთან შესაბამისობას.



ქალებისთვის ასევე გათვალისწინებულია გარკვეული შეღავათები, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ფილიალში ტოპ-მენეჯერმა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი ჰყავს, კვირაში 4-დღიანი სამუშაო განრიგი მოითხოვა, ის ძალიან მაღალ პოსტზე მუშაობს, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა, ხელმძღვანელობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.



ეს არ არის დაკავშირებული მაინც და მაინც სქესთან, ანალოგიური მოთხოვნა მამაკაცმაც რომ წამოაყენა, პასუხიც იგივე იქნებოდა.



ამ დროისთვის, ევროპაში და შტატებში Procter & Gamble-ს ხელმძღვანელობას 53% ქალებზე მოდის და კომპანია ამ მიღწევით ძალიან ამაყობს.


forbes.ru

თენგიზ აბლოთია




თეგები:
Procter & Gamble



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up