Forbes: რა გავლენას მოახდენს რუბლზე რუსი ოპოზიციონერის, ნავალნის მოწამლვის ფაქტი?

Forbes: რა გავლენას მოახდენს რუბლზე რუსი ოპოზიციონერის, ნავალნის მოწამლვის ფაქტი?

access_time2020-09-03 19:00:11

გერმანიის მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რუსული რუბლი და ბაზრის ძირითადი ინდექსები ფაქტობრივად ჩამოიშალა.

 

ნავალნის ირგვლივ გაურკვევლობა რუსული ვალუტის მდგომარეობაზე აისახება, რომელიც შესაძლოა 2-3 თვე გაგრძელდეს, თუმცა ამავე დროს ინვესტორების გაქცევა რუსული ბაზრიდან ნაკლებად სავარაუდოა.

 

გერმანიის კანცლერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ოპოზიციონერი ეჭვგარეშეა, რომ სამხედრო ნივთიერებით მოწამლეს. ეს ინფორმაცია 5-ის ნახევარზე გამოქვეყნდა, რუბლი კი რამდენიმე წამში 74,4-დან 74,6-მდე გაიაფდა. შემდეგ ვალუტა ოდნავ გამყარდა თუმცა, მოგვიანებით ვარდნა განაგრძო და დღის ბოლოს 75,6-მდე დაეცა.

 

პარალელურად, ევროც 87,6-დან 89,4-მდე გამყარდა, ხოლო მოსკოვის ბირჟის ინდექსი 0,5%-ით,  2958 პუნქტამდე, რუსეთს ბირჟის კი - 3,14%-ით, 1234 -მდე დაეცა.

 

ჯერ კიდევ გერმანიის ხელისუფლების განცხადებამდე რუბლი დოლარისა და ევროს მიმართ პოზიციებს თმობდა, რაც დოლარის გამყარებასთან იყო დაკავშირებული. კიდევ ერთო ნეგატიური ფაქტორი აშშ-ს გაფრთხილება რუსეთის მხრიდან ბელორუსიის საქმეებში ჩარევის შესაძლებლობის გამო იყო.

 

Газпромбанк-ის ანალიტიკოსის ეგორ სუსინის თქმით, რუბლის ვარდნა ამ ეტაპზე გერმანიის მთავრობის განცხადებასთან პირდაპირ კავშირშია.


 

ამ ეტაპზე ეს ემოციური რეაქციაა. ინვესტორების ნაწილმა გერმანიის მთავრობის განცხადების შემდეგ რუბლში დაბანდებების შემცირება გადაწყვიტა. თუმცა, რუბლი საშიშ ზღვარს - 76-  - ჯერ არ გასცდენია. ახლო პერსპექტივაში რუსულ ეროვნულ ვალუტას ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტორი ექნება  - ნავალნის ირგვლივ მოვლენების განვითარება და დასავლეთის რეაქცია მის მოწამლვაზე“ - მიიჩნევს სუსინი.

 

Ренессанс Капитал-ის ანალიტიკოსის სოფია დონეცის თქმით, 2-3 თვეში მოსალოდნელია ინვესტორებს შორის გაურკვევლობის ზრდა ევროპის და შტატებს მხრიდან რუსეთის წინაამღდეგ ახალი სანქციების შემოღების რისკის გამო.

 

„თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როგორც წესი, ინვესტორების რეაქცია ასეთი მასშტაბის მოვლენებზე ძირითადად მოკლევადიანია“ - მიიჩნევს ის.

 

მისი თქმით, რუბლმა გერმანიიდან გაჟღერებულ ახალ ამბებზე რეაგირება უკვე მოახდინა, და ინვესტორების მასშტაბური გაქცევა რუსეთის ფინანსური ბაზრიდან მოსალოდნელი არაა - თუ, რა თქმა უნდა, მოვლენები რადიკალური სცენარით არ განვითარდება.

 

მთავარი თეორიული საფრთხე დასავლეთის მიერ სანქციების შემოღებაა, თუმცა, ეს საბაზო სცენარი არაა.

 

სოფია დონეცის აზრით, რუბლი 75-76-ს ფარგლებში იმოძრავებს, რაც საკმაოდ დაბალი კურსია ფუნდამენტალური ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე.

 

ITI Capital-ის ანალიტიკოსის ისკანდერ ლუცკოს თქმით, ინფორმაცია ნავალნის „ნოვიჩოკი“-ით მოწამლვის თაობაზე სანქციების პირდაპირ რისკთან ასოცირდება.

 

რას ფიქრობენ ამ დროს დასავლელი ინვესტორები? მძიმე სანქციების აშკარა სუნი დგას. თუ ეს თემა არ ჩაცხრება, ნავთობზე მაღალი ფასების პირობებშიც კი რუბლი 77-ზე ქვემოთ ჩამოვა. მოკლედ, ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ახალ ამბებზე - თვლის ექსპერტი.

 

forbes.com

თეგები:
forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up