სინგაპური პანდემიის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა. 2020 წლის დასაწყისში ქალაქში, სადაც 5,7 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, დაინფიცირება მინიმალური იყო.
ხელისუფლების ანტივირუსული სტრატეგიის მთავარი არსი ყველა კონტაქტის და დაავადების კერის დადგენა იყო. პირველ ეტაპზე ეს მოხერხდა კიდეც, თუმცა, მოგვიანებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან ერთად ეს შეუძლებელი გახდა. დაინფიცირების მასშტაბების ზრდამ შეზღუდვების შემოღება გამოიწვია.
ქალაქმა საზღვრები 2020 წლის 1 თებერვალს ჩაკეტა. დაავადების გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით, მთავრობამ ეროვნული სისტემა SafeEntry შექმნა, სადაც რიგითი მოქალაქეები ყველა საზოგადოებრივს დასწრებას არეგისტრირებენ და თუ მათ შორის ვინმეს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, მათთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები შეტყობინებას იღებდნენ.
სინგაპურმა ე.წ. „აგრესიული თვალთვალის“ სისტემა დანერგა, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში მწვავე კრიტიკის საგანი გახდებოდა, თუმცა, პანდემიის პერიოდში საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო.
2020 წლის მარტ-აპრილში სინგაპურმა კარანტინის შემოღებაზე უარი თქვა, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები მაინც შემოიღო . ავიამიმოსვლის აკრძალვის გარდა, სინგპუმა სამსახურებშიდისტანციური მუშაობა, ხოლო სკოლებში დისტანციური სწავლება დაინერგა. ასევე მოქალაქეების „ურჩიეს“ სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გასულიყვნენ.
2020 წლის 30 დეკემბერს სინგაპურმა საყოველთაო იმუნიზაციის პროგრამის რეალიზება დაიწყო. მთავრობამ Pfizer-ის, BioNTech-ს, Moderna-ს. და Sinovac-ის ვაქცინების შესყიდვაზე 755 მლნ. დოლარი დახარჯა.
აქტიური ვაქცინაციის მიუხედავად, 2021 წლის მაისში სინგაპურმა კორონავირუსის წინააღმდეგ ზომები კვლავ გაამკაცრა. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაინფიცირებულთა რამდენიმე ჯგუფს შორის კონტაქტის დადგენა ვერ მოახერხა, რაც ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხლს ქმნიდა.
.
აგვისტოში სინგაპურში აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად 1 %-ით იზრდებოდა, 5 აგვისტოსთვის ვაქცინაციის დონემ 67%-ს მიაღწია, თვის ბოლოს კი - რეკორდულ 80%-ს გადააჭარბა.
უფრო მაღალი მონაცემები მხოლოდ გიბრალტარს (117%, რევაქცინაციის გათვალისწინებით), მალტას (83,7%), და მალდივებს (81,3%) აქვთ.
ვაქცინაციის ასეთი შთამბეჭდავი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია - პირველ რიგში მოსახლეობის ტოტალურმა კონტროლმა და არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შემოღებამ. თანაც, სინგაპურის მოსახლეობა, რომელიც მკაცრი რეჟიმის პირობებში ათწლეულები ცხოვრობს, საკმაოდ დისციპლინირებულია და ბრძანებების და „რეკომენდაციების“ შესრულებას მიჩვეულია.
სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრის ონგ იე კუნგის პროგნოზით, კაცობრიობას კორონავირუსთან თანაარსებობა მოუწევს.
„ცუდი ამბავი ისაა, რომ კოვიდი არასდროს გაქრება. კორონავირუსი გახდება ისეთივე ენდემური, და კაცობრიობისთვის დამახასიათებელი დაავადება, როგორც გრიპი. კარგია ის, რომ ჩვენ მასთან თანაარსებობას ვისწავლით. ჩვენ ვირუსის მოშინაურება შეგვიძლია“ - მიიჩნევს მინისტრი.
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ
წყარო:Forbes.ru