Forbes: როგორ შეებრძოლება უკრაინის პრეზიდენტი ოლიგარქებს?

Forbes: როგორ შეებრძოლება უკრაინის პრეზიდენტი ოლიგარქებს?

access_time2021-11-11 20:00:46

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიოლიგარქიულ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი, თუ რით განსხვავდება ოლიგარქი რიგითი მილიონერისგან.



თუმცა, სავარაუდოდ, ხელისუფლების და ბიზნესის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ მოხერხდება.



„არჩევანის წერტილი გავლილია - უკრაინამ კლანურ-ოლიგარქიული მმართველობა სამუდამოდ უნდა მოიშოროს“, - დაწერა თავის გვერდზე Facebook-ში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი დანილოვმა.



მაშ ასე, ამ კანონის მიხედვით, ოლიგარქი არის ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მას-მედიას აკონტროლებს, მონოპოლურ აქტივებს, ასევე მინიმუმ 86 მლნ. დოლარის ქონების ფლობს.



რას ნიშნავს „პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს“? - კანონში ეს განმარტება მაქსიმალურ დეტალებშია აღწერილი - ესაა პრეზიდენტი, დეპუტატი, გენერალური პროკურორი, მაღალი თანამდებობის პირის ბიზნეს-პარტნიორი, პარტიის, პოლიტიკური აგიტაციის, ან პოლიტიკური პარტიის დამფინანსებელი.



ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში, კანონპროექტის პარლამენტის წინაშე წარდგენისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდ ბიზნესს და ოლიგარქთა კლასს შორის დიდ სხვაობას ხედავს. აქვე პრეზიდენტმა 6 ადამიანი დაასახელა - მედვედჩუკი, კოლომოისკი, პოროშენკო, ახმეტოვი, პინჩუკი, ფირთაში.



მოგვიანებით ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ ოლიგარქთა რიცხვს 13 ადამიანი მიეკუთვნება.




ახალი კანონის თანახმად, ოლიგარქებზე მაინც და მაინც ბევრი აკრძალვა არ ვრცელდება - მათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ, 10 მლნ. დოლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში მონაწილეობა, მათ ასევე ქონების და შემოსავლების დეკლარაციების წარდგენა მოუწევთ.



სახელმწიფო მაღალჩინოსნებს ოლიგარქებთან ნებისმიერი კონტაქტის თაობაზე ანგარიშის წარდგენა ევალებათ. „კონტაქტად“ ითვლება ნებისმიერი შეხვედრა ან საუბარი, მათ შორის, ონლაინ რეჟიმში. კონტაქტის შესახებ დეკლარაციაში ისინი ვალდებულები იქნებიან ადგილი და საუბრის თემა მიუთითონ.



ანგარიშის წარდგენა არ ვრცელდება სასამართლო სხდომებზე და ხელისუფლების ორგანოების მიერ ინიციირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ამ ტიპის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო სასჯელი პოსტიდან გადაყენება იქნება.



თუმცა, თავად იმათ შორის, ვისაც ახალი კანონი ოლიგარქებად მიიჩნევს, პანიკის არანაირი ნიშნები არ ჩანს - ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ახალი შეზღუდვები მათ გავლენას და წონას ვერ შეამცირებენ.



ვერ ვიტყვით, რომ მათ არავითარი პრობლემები არა აქვთ და არც ექნებათ - ერთ-ერთი ოლიგარქის, უკრაინის ექს-პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის 10-ზე მეტი საქმეა აღძრული.



მაგრამ ამ დროისთვის ის ხელისუფლების შეტევის მოგერიების ახერხებს. ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატი ბრალდება და ის შინაპატიმრობაში იმყოფება, მისი კუთვნილი ტელეკომპანიები კი სანქციების ქვეშ არიან.



გაურკვეველია იგორ კოლომოისკის მდგომარეობა - ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღესაც მისი გავლენის ქვეშ იმყოფება, ხოლო მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიოლიგარქიული ზომები სინამდვილეში თვალის ახვევაა.



საინტერესო ურთიერთობები ხელისუფლებას ყველაზე მდიდარ უკრაინელთან რინატ ახმეტოვთან აქვს. ბოლო პერიოდამდე სახელისუფლებო კონფიგურაციის მთავარ ბენეფიციარად სწორედ ის ითვლებოდა - უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ახმეტოვის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი იყო.



მისი ჯგუფის ყოფილი თანამშრომლები ასევე ენერგეტიკასთან დაკავშირებულ მიმართულებებს აკონტროლებენ. თუმცა, ოლიგარქი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან დმიტრი რაზუმკოვის დათხოვნას არ დაეთანხმა და შედეგად ის ზელენსკის დაუპირისპირდა.



ახმეტოვს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მრავალი ბერკეტი გააჩნია - მაგალითად, ის ფლობს უკრაინის ნახშირის მაღაროების დიდ ნაწილს, რაც შესაძლოა ენერგოკრიზისის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდეს.



ეს და მრავალი სხვა ფაქტორი უკრაინის რეალურ პოლიტიკაში შესაძლოა უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე იურიდიულად საეჭვო ანტიოლიგარქიული კანონი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up