Forbes –„საქართველო ტურისტებისა  და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა“

Forbes –„საქართველო ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა“

access_time2021-10-21 12:10:25

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „Forbes“-ის მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის.“

სტატიის ავტორი რანა გუდი „Forbes“-ის მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას,  ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ციტატა „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ.  



„ცხოვრების შედარებით დაბალი ფასები, ხელმისაწვდომი „Wi-Fi“, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვების ფართო არჩევანი დისტანციურად მომუშავეთათვის მიმზიდველია. თბილისი ძალიან პოპულარული გახდა ამ პროექტის მონაწილეებისათვის, რასაც ხელი შეუწყო გრძელვადიანი ვიზების გაცემამ, შედეგად 3 ათასზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, ხოლო ქვეყანას ათასზე მეტი აპლიკანტი ეწვია. ამ პროექტმა პოზიტიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ სექტორზე, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი დისტანციურად მომუშავე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის შიგნით მოგზაურობს“.-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.  


სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელებს დიდი ხნით დარჩენა შეუძლიათ.  

„საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველო პატარაა, მაგრამ საოცრად მიმზიდველი როგორ მოგზაურებისთვის ასევე დისტანციურად მომუშავეთათვის. აქ ყველა რაღაცას იპოვის. პლაჟის, მთების, ღვინის, კულინარიის მოყვარულებს შეუძლია იმოგზაურონ,  ისიამოვნონ და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ საქართველოში.   

თუ შეგიყვარდათ ეს ქვეყანა და დიდი ხნით დარჩენა გსურთ ეს ძალიან მარტივია, საქართველოს უნიკალური სავიზო რეჟიმი აქვს, რაც უცხოელებს საშუალებას აძლევს ერთ წლამდე დარჩნენ ქვეყანაში, ეს განსაკუთრებით მიმზიდველია დისტანციურად მომუშავეთათვის“.-წერს ჟურნალისტი რანა გუდი და სტატიის დიდ ნაწილს თბილისის, სვანეთის, უშგულის, რაჭის აღწერას უთმობს. სტატიაში მოთხრობილია იმერული, კახური, სვანური სამზარეულოს,ქართული ღვინის მომზადების წესების და ქვევრის 8 ათას წლოვანი ისტორიის შესახებ.  

 

„Forbes”-ის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up