Forbes: ყველაფერი ბათუმში მშენებარე „ხელოვნური კუნძულის“ შესახებ

Forbes: ყველაფერი ბათუმში მშენებარე „ხელოვნური კუნძულის“ შესახებ

access_time2022-08-27 23:00:00

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის სანაპიროზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული პროექტია ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თანაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. პროექტის მნიშვნელობას ადასტურებს მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რომლის შედეგად, ამ $100-მილიონიან მეგაპროექტს „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიენიჭა.


„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები და ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კონცეფციას სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს, მათ შორის მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება, რაც ქალაქის არსებული ჭარბი განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.


აღსანიშნავია, რომ პროექტის კონცეპტუალურ მხარეზე მისი მშენებელი კომპანია განსაკუთრებით ზრუნავს, რადგან ბათუმი აილენდის ტერიტორიის შესაძლო ქაოსური განაშენიანება კომპანიის მესვეურებისთვის მიუღებელია. საინტერესოა ისიც, რომ ამ მიმართულებით პროექტში მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიც არიან ჩართულნი, მათ შორის Colliers International-ი, Yüksel Project International-ი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული დამგეგმარებელი კომპანია Arup-ი. ამგვარად, როგორც ბათუმი აილენდის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, პროექტის კონცეფცია დეტალური და გააზრებული იქნება.


თავისთავად ცხადია, რომ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დადებითად აისახება არამხოლოდ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, არამედ ადგილობრივ შრომის ბაზარზეც. როგორც პროექტის მესვეურები და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში 2000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.


საქართველოსა და რეგიონის წამყვანი ბიზნესგამოცემების, Forbes Georgia-სა და „ბიზნეს მედია საქართველოს“ მხრიდან ასეთი ტიპის მასშტაბური პროექტით დაინტერესება ჩვენი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს. ამგვარად გადავწყვიტეთ დაინტერესებულ აუდიტორიას „ბათუმი აილენდის“ პროექტის შესახებ მეტი მოვუყვეთ და განვუმარტოთ არამხოლოდ ამ პროექტის მნიშვნელობა, არამედ ვაუწყოთ ისიც, თუ რა ეტაპზეა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა და ვინ არის ამ პროექტის მესაკუთრე.



მოდი, ისტორიით დავიწყოთ: ბათუმში ღუზის ფორმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დააანონსა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა, ყველაფერი მალევე გაცხადდა, როცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბიექტს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტს ახორციელებს, აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია გადაეცა „ბარცხანასა“ და „თამარის“ დასახლებაში.


ისე კი, ამ პროექტს არასდროს აკლდა სამთავრობო მხარდაჭერა. თავის დროზე, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების იმჟამინდელი მინისტრი, ნათია თურნავაც: „ზოგადად, მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, როდესაც ხელოვნურ პლატფორმებზე, ხელოვნურ კუნძულებზე ხდება განაშენიანება და არაფერია გასაკვირი, რომ დღევანდელ საქართველოში, ჩვენი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმ გარანტიებით, რაც შექმნილია ზოგადად ქართველი ინვესტორებისთვის, მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელება ხდება შესაძლებელი“, – ამბობდა თურნავა გასული წლის სექტემბერში.


აქვე უნდა ითქვას, რომ იმ დროს, მინისტრმა პროექტის ტექნიკურ მხარეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ეს საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია, რომელიც ძალიან დეტალურ, სკრუპულოზურ კვლევას მოითხოვს, რაზეც პასუხისმგებლობა ინვესტორმა უნდა აიღოს.


თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი მეგაპროექტების განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორს ბევრი სხვა პასუხისმგებლობაც ეკისრება, რის გამოც, მნიშვნელოვანია, ჩვენს საქმიან მკითხველს ავუხსნათ, თუ ვინ დგას „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის უკან. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ინვესტორია „ამბასადორი ჯგუფი“, რომლის დამფუძნებელი ქებურიების ოჯახია. „ამბასადორი ჯგუფის“ საქმიანობის ძირითად სფეროს ტურისტული ინფრასტრუქტურის განაშენიანება და მართვა მოიცავს – კომპანიის მთავარ პროექტებს თბილისსა და ბათუმში მდებარე „ამბასადორის“ ბრენდის სასტუმროები წარმოადგენს. პარალელურად ამისა, კომპანია ორ სასტუმროს აშენებს, ბათუმის ბულვარსა და გოდერძის უღელტეხილზე.


აღსანიშნავია, რომ ბათუმის კუნძულის პროექტის განხორციელებაში უშუალოდ ჩაერთვება კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელიც 2021 წლის 14 ივნისს დაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს „ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს. ცნობისთვის გეტყვით, რომ შპს „ბათუმი აილენდის“ 100%-იან წილს ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძე ფლობს.


ბათუმის პალმის კუნძულის პროექტის დაანონსების შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და უპრიანი იქნებოდა, „ბათუმი აილენდის“ პროცესუალურ მხარეებზეც გვესაუბრა. პროექტის დაანონსების შემდეგ, „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ პირველადი კონცეპტუალური პროექტი დაამუშავა და ზღვის ფსკერის გეოლოგიის ექსპერტიზა ჩაატარა, რომლის საფუძველზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების ჩატარებისა და მათ შორის დამცავი კედლის მოწყობის უფლება მოიპოვა.


ამ ეტაპზე, “ამბასადორი ბათუმი აილენდი” საბოლოო სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების პირველ ეტაპს დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაცია Forbes Georgia- ს ფრიდონ ქათამაძემ მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტის მშენებლობას თავად “ამბასადორი ბათუმი აილენდი” უზრუნველყოფს, მაგრამ მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების თარიღები, ჯერჯერობით, უცნობია.


წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up