ამერიკული ავტომწარმოებელი Ford Motor Co. ევროპაში ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, წერს Financial Times-ი.
IG Metall-ის ინფორმაციით, Ford-ი გერმანიაში 3 200-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს და მუშახელის დათხოვნას მთელ ევროპაში გეგმავს.
ამით შეიძლება ევროპაში Ford-ის განვითარების ცენტრები 65%-მდე და ადმინისტრაციული თანამდებობების 20% შეიკვეცოს, რაც გავლენას მოახდენს გერმანიაზე, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთზეც.
ევროპაში Ford-ის თანამშრომლების რაოდენობა დაახლოებით 34 000, აქედან ნახევარი გერმანიაშია დასაქმებული.
Ford-ი ევროპაში წარმოების შემცირებას და სამუშაო ადგილების შეკვეცას მიწოდების ჯაჭვის პრობლემებით, კონკურენტი ელექტრომობილების მწარმოებლის Tesla Inc.-ის მიერ ფასების შემცირებით და რეგიონში ენერგეტიკულ კრიზისით ხსნით.
ფორდის აქციები მიმდინარე კვირაში ადრეულ ვაჭრობაში 0.7%-ით შემცირდა, ბოლო 12 თვის განმავლობაში - 36%-ით.