2023 წლის თებერვალში ავტომწარმოებელი Ford-ის გაყიდვები 157,606 ავტომობილს შეადგენს, რაც 22%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან და 7.7%-ით მეტი იანვართან შედარებით.
თებერვალში Ford-ის F-სერიის პიკაპების გაყიდვები გასულ თვეში 22%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და 55000 ერთეულს მიაღწია.
ასევე მზარდია Ford-ის ელექტრომობილების გაყიდვები, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%-ია. თუმცა, ელექტრომობილების გაყიდვებმა თებერვალში კომპანიის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 2.9%-ი შეადგინა.
კომპანიამ გასულ თვეში 3600 ელექტრო F-150 Lightning გაყიდა. თუმცა, გაყიდვები იანვართან შედარებით 41%-ით შემცირდა, რადგან კომპანიამ თებერვალში შეაჩერა მანქანების წარმოება და მიწოდება ბატარეის პრობლემების გამო.