„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

access_time2022-11-14 12:54:24

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ერთ-ერთი პირველი  აქტივების მმართველი კომპანიაა საქართველოში, რომლის ძირითადი პროფილი საინვესტიციო ფონდების მართვა, ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნეს სექტორის დაფინანსება. კომპანიის საქმიანობა პასუხობს იმ მნიშვნელოვან გამოწვევას ქართულ ეკონომიკაში, რაც კაპიტალისა და ბიზნესის სათანადო დაფინანსების ნაკლებობას ეხება.


ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირების პროცესის წარმატებით გავლა ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს ექსკლუზიური უფლება დააფუძნოს საინვესტიციო ფონდები, მოიზიდოს კაპიტალი ადგილობრივი დამზოგველებისგან, განახორციელოს ინვესტიციები რეალურ ეკონომიკაში და მართოს აქტივები.


ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ მიზანია საქართველოში აღორძინდეს საინვესტიციო კულტურა, სადაც მოქალაქეებს აქვთ მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობები და საშუალება თავიანთი დანაზოგი მოახმარონ მცირე და საშუალო, ასევე დიდი ბიზნესებისა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.



კომპანიის მმართველი გუნდის ხედვით საინვესტიციო კულტურის აღორძინება ქვეყანაში ფუნქციური კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება თავიანთი დანაზოგი განათავსონ ახალი ტიპის ფინანსურ ინსტრუმენტებში, ხოლო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება დაფინანსების ახალი  და მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობები.


ფორსაითის“ პირველი ფონდი ცნობილია „ფორსაით კაპიტალის“ სახელწოდებით; მისი ჯამური მოცულობა 30 მლნ დოლარია. „ფორსაით კაპიტალში“ ინვესტირებით ფიზიკურ ან/და იურიდიულს აქვს საშუალება გახდეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, სტაბილური უკუგებისა და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის თანამფლობელი და მიიღოს ყოველთვიური შემოსავალი დივიდენდის სახით.


„მივესალმებით „ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ამ ინსტიტუტის გააქტიურებით ბაზარზე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე მასში მონაწილე სუბიექტებს. კომპანია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობით ინვესტიციას ახორციელებს რეალურ ეკონომიკაში“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up