ფორუმი - „სოციალური დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: მინიმალური ხელფასი“

ფორუმი - „სოციალური დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: მინიმალური ხელფასი“

access_time2021-12-03 13:40:52

 არასამთავრობო ორგანიზაციამ „პროგრესის ცენტრმა“, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის მხარდაჭერით გამართა ფორუმი - „სოციალური დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: მინიმალური ხელფასი“. ფორუმის ძირითადი თემები იყო  „მშრომელთა უფლებები და მინიმალური ხელფასი“ და „მინიმალური ხელფასის გაზრდა - ბრძოლის პოლიტიკური ასპექტები“.


„დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს განვიხილოთ ისეთი საკითხი, რომელიც მინიმალური ხელფასის შემოტანა საქართველოში. ეს საკითხი ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკიდან მომდინარეობს. მათ აქვთ უკვე გამოცდილება და საკანონმდებლო დონეზე აქვთ დარეგულირებული მინიმალური ხელფასის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა მინიმალური ხელფასის შემოტანას საქართველოში. ერთადერთი ფაქტორი სიღატაკის შემცირების შეიძლება გახდეს მინიმალური ხელფასის შემოტანა და მთავრობის მიერ მისი დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე,“ - აცხადებს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეთ.


პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის თქმით, ჩვენ მინიმალური ხელფასი უნდა ავწიოთ ისე, რომ ეს იყოს გონივრულ მაჩვენებელზე, მაგრამ პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ სხვადასხვა სექტორებთან.


„არასაკმარისი ანაზღაურება, განსაკუთრებით მწვავედ გაზრდილი ფასების ფონზე, არის უსერიოზულესი სოციალური პრობლემა საქართველოში, რომელსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია დავიწყოთ დისკუსია მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ის მინიმალური ზღვარი, რომელსაც დამსაქმებელი უხდის დასაქმებულს. თავიდან ბოლომდე ეს არის ევროპული და ამერიკული პრაქტიკა.  ჩვენ ვმსჯელობთ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორებთან, პროფკავშირებთან იმაზე, რომ ერთად წავიყვანოთ პოლიტიკური პროცესი ისე, რომ  დავადგინოთ ნორმალური და ღირსეული ანაზღაურება სახელმწიფოში. უცხოეთის გამოცდილებით, მაგალითად, გერმანიის, აპრიორი სწორია კონსულტაციები სხვადასხვა სექტორებთან და მათთან ერთად ყველაზე ნორმალური ათვლის წერტილის დადგენა. ჩვენ მინიმალური ხელფასი უნდა ავწიოთ ისე, რომ ეს იყოს გონივრულ მაჩვენებელზე, მაგრამ პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ სხვადასხვა სექტორებთან,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.



სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის დადგენისას, უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.


„ნამდვილად მიუღებელია მინიმალური ხელფასი ქვეყანაში იყოს 20 ლარი. ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ოქროს შუალედი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის იმისათვის, რომ ორივე პოზიციის მხარე იყოს თანაბრად დაცული და არც ერთმა მხარემ  არ იგრძნოს თავი  დაჩაგრულად. აქ ამისთვის ვართ შეკრებილები, რომ დავაბალანსოთ როგორც დამსაქმებლის, ასევე განვსაზღვროთ დასაქმებულის პრიორიტეტები. საჭიროა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და  მსჯელობაში წავალთ სიახლისკენ,“- აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.


როგორც  „პროგრესის ცენტრის“ პროექტის - „მინიმალური ხელფასი საქართველოში“ კოორდინატორმა მარიამ კუსიანმა აღნიშნა,  ფორუმის მიზანია, საკითხით დაინტერესებულ პირებთან აქტიური კომუნიკაციით შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ცვლილებაზე იმუშავებს.


„როგორც ცნობილია, საქართველოში დღემდე მოქმედებს 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 20 ლარია, რაც ხშირად დასაქმებულს ართმევს შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლებას და უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. ფორუმის მიზანია, საკითხით დაინტერესებულ პირებთან აქტიური კომუნიკაციით შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ცვლილებაზე იმუშავებს,“ - განაცხადა მარიამ კუსიანმა.


ფორუმს - „სოციალური დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: მინიმალური ხელფასი“ ასევე ესწრებოდნენ: ირინა სეფერთელაძე -ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტების მენეჯერი, ირაკლი პეტრიაშვილი - „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ - თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე - დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის - სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე, ალექსანდრე რატიშვილი - პარტია „ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი, ბექა ნაცვლიშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ლევან გოგიჩაიშვილი - იურისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ა.შ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up