„ფორუმზე  წამოიჭრა ისეთი პრობლემური საკითხი, როგორიცაა დასაქმებულის შრომითი უფლებები“ - 29 ოქტომბერს თბილისში HR ფორუმი ჩატარდა

„ფორუმზე წამოიჭრა ისეთი პრობლემური საკითხი, როგორიცაა დასაქმებულის შრომითი უფლებები“ - 29 ოქტომბერს თბილისში HR ფორუმი ჩატარდა

access_time2022-10-31 20:00:25

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ინიციატივით 29 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში HR ფორუმი ჩატარდა, ფორუმი ადამიანურ რესურსებს და მათ სწორად მართვას ეხებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორ ორგანიზაციას  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,  მემორანდუმის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, სასწავლო შემეცნებითი აქტივობების დანერგვა და განხორციელება.

 


როგორც „კომერსანტთან“ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა და ბიზნესისა  და  ტექნოლოგიების  აკადემიის  დამფუძნებელმა სოფიო მაჭარაშვილმა აღნიშნა,  ფორუმი ბიზნესს, ადვოკატებსა და მოსამართლეებს შორის პანელურ რეჟიმში წარიმართა, სადაც ადვოკატებმა და მოსამართლეებს წარმოადგინეს ქეისები , ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებისგან ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, ფორუმზე ასევე წამოიჭრა ისეთი პრობლემური საკითხი, როგორიცაა დასაქმებულის შრომითი უფლებები.

 

„პრობლემური საკითხები, რომელიც დისკუსიაზე წამოიჭრა ეხებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგადად ორგანიზაციებში  ადამიანური  რესურსების მნიშვნელობას, მათი სწორად შერჩევის ტექნოლოგიებს და დაცვის სტანდარტებს“, - აღნიშნა სოფიო მაჭარაშვილმა.

 


„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რამდენად პრობლემატურია დღეს ორგანიზაციებში ადამიანის უფლებების დაცვა, სოფიო მაჭარაშვილი პასუხობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კანონი შრომის უფლებების შესახებ ჯერჯერობით მაინც ახალია, დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ამ მიმართულებით ბევრ გამოწვევას აწყდება.

 


„მსგავსი ღონისძიებები როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია კონსულტაციების მიღება ისეთი ადამიანებისგან, როგორიც არის თბილისის  სააპელაციო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  მოსამართლე, თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  სამოქალაქო  საქმეთა  კოლეგიის მოსამართლე. სწორედ ამ ადამიანებისგან გაჟღერდა ბევრი საინტერესო ინფორმაცია, როგორია სასამართლო პრაქტიკა ამა თუ იმ მიმართულებით, ასევე ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ბიზნესისგანაც. საინტერესოდ ისაუბრეს ადვოკატებმაც, რადგან სწორედ მათ ხელში ხვდება მსგავსი ქეისები“, - აღნიშნა სოფიო მაჭარაშვილმა.

 

როგორც „კომერსანტთან“  პროფესორმა და განათლების ექსპერტმა მარიამ დარბაიძემ აღნიშნა, სხვადასხვა პანელზე განხილვის საგანი იყო პერსონალის მართვა, როგორც ინსტიტუციურ ასევე  სამართლებრივ ჭრილში, განხილული იყო ყველა საფეხური, პროფესიული სასწავლებელი, სკოლა, უმაღლესი, როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური მიმართულებით, დისკუსია ასევე შეეხო იმას თუ რა პრობლემატიკა შეიძლება არსებობდეს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

 

 „ფორუმზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ორგანიზაციული კულტურა, პერსონალის შეფასების კრიტერიუმები, მათი შერჩევის ხრიკები და წესები, პერსონალის შენარჩუნება, სამსახურიდან გაშვება თუ მათი უკან დაბრუნება, მათი პროფესიული განვითარება და სხვა.

 

 

ძალიან ბევრი პრობლემატიკა  იყო წამოჭრილი, რომ კანონმდებლობის დონეზე შევიდეს ცვლილებები ამ მიმართულებით , რადგან  დღეს კანონმდებარე  აქტები  კანონმდებლობასთან ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის, ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, აქტიური, ინტერაქტიური, ბოლოს იყო რამდენიმე  სამართლებრივი ქეისი მოქმედი  მოსამართლეებისგან, რომელიც  სამსახურიდან გაშვებას და  თანამშრომლის უკან დაბრუნებას  ეხებოდა. ამან კიდევ უფრო ნათელი მოჰფინა  იმ პრობლემატიკას, რაც დღეს კომპანიებში , დაწესებულებებსა თუ ინსტიტუციებში დგას“, - აღნიშნა მარიამ დარბაიძემ.

 


 ფორუმი ერთ დღიანი იყო და მასში მონაწილეობას იღებდნენ, ნანა ყუფუნია - პროფესიული საგანმანათლებლო     დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, მარიამ დარბაიძე - დოქტორი, შპს ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ვიცი რექტორი, ქეთევან ქოქრაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი, ნინო ბაქრაძე  -   ტრენერი, პროფესიული განათლების, თამარ კუნჭულია -  HR Solutions-სის დამფუძნებელი და ACCOR-ის ჯგუფის ტალანტებისა და კულტურის მენეჯერი, თამარ ხაჟომია, თბილისის საქალაქალო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხატია არდაზიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up