„ფოთის პორტი რომ დააყადაღონ, საქართველოს ეკონომიკას რა ელოდება, თუ წარმოუდგენია ვინმეს?!“

„ფოთის პორტი რომ დააყადაღონ, საქართველოს ეკონომიკას რა ელოდება, თუ წარმოუდგენია ვინმეს?!“

access_time2022-10-08 19:00:49

„ფოთის პორტი რომ დააყადაღონ, ფიზიკურად გემი არ შემოვიდეს და არ გავიდეს, საქართველოს ეკონომიკას რა ელოდება, თუ წარმოუდგენია ვინმეს?! ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ მსგავსი მოწოდებების აყოლაში და საღი გონება გვმართებს“,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე „ომი და სანქციები“ იმ პირების გრაფაში, ვის მიმართაც ჯერჯერობით სანქციები არ არის გამოყენებული, ქართველი ბიზნესმენების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია. სიაში მოხვდა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც, რომლის პროფაილში მითითებულია, რომ ის არის ფოთის პორტის ერთ-ერთი მფლობელი. ფოთის პორტის დიდი ნაწილი კი ეკუთვნის კომპანია „პეტროკას“.



„ჯერ დასამტკიცებელია, რამდენად ეკუთვნის ეს პორტი ამ ადამიანს, მაგრამ ფოთის პორტი რომ დააყადაღონ, ფიზიკურად გემი არ შემოვიდეს და არ გავიდეს, საქართველოს ეკონომიკას რა ელოდება, თუ წარმოუდგენია ვინმეს?! ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ მსგავსი მოწოდებების აყოლაში და საღი გონება გვმართებს. მიუხედავად იმისა, მართალია ვანო ჩარტიშვილი, თუ მართლაც მიუღია მონაწილეობა რამე მოლაპარაკებებში, როგორც ამას უკრაინელები ამბობენ. მოდით, სასამართლოს მივანდოთ ეს საკითხი, ან თუ პოლიტიკურ დონეზეა განხილვა, პოლიტიკოსებმა იდებატონ თავიანთთვის, მაგრამ, როდესაც სანქცირებას და უშუალოდ ნაბიჯის გადადგმას ითხოვენ, ასეთი ზეპირი მოხსენებების დონეზე... სხვათაშორის, ჩვენ დღემდე არ მიგვიღია არანაირი მტკიცებულება უკრაინელების განცხადებაზე, რომ რუსეთს ვაწვდით იარაღს და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას. არ შეიძლება ასე უბრალოდ, მეგობარი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს მსგავსი ულტიმატუმები წაუყენოს, საერთაშორისო რეპუტაცია გაუფუჭოს. მითუმეტეს, მერე ფოთის პორტის მსგავსი ობიექტი დაუყადაღო, დაუსანქცირო და თქვა, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია, მხარს ვუჭერ. მე პირადად, უკრაინას მხარს ვუჭერ და სოლიდარული ვარ უკრაინელების მიმართ, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რის იქითაც არც უკრაინელები უნდა გადავიდნენ და არც ჩვენ უნდა ავყვეთ ვიღაცეების უბრალოდ მონაყოლს“,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.


 bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up