ფოთის პორტის მმართველ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ახალი კანონპროექტით ილახება მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები

ფოთის პორტის მმართველ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ახალი კანონპროექტით ილახება მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები

access_time2022-04-14 13:30:29

პარლამენტი აგრძელებს ახალი კანონპროექტის განხილვას, რომელიც „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანას გულისხმობს. სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა-პატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე, ასევე საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს.


კანონპროექტის ავტორი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაღვილი და ამავე კომიტეტის სხვა წევრები ამ ინციიატივის დაჩქარებული ფორმატით მიღებას მოითხოვენ.


ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-ში ახალ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და მისი მიღების შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ნაბიჯების გადადგმასაც არ გამორიცხავენ. დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით გაიმართა, სადაც APM Terminals-ის იურისტმა კახა შარაბიძემ განაცხადა, რომ  APM-მა მოამზადა შენიშვნების 17-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა და მის განხილვას მოითხოვენ.


„დღეს დილით წარმოვადგინეთ 17-გვერდიანი დოკუმენტი, რაც არის APM Terminals-ის შენიშვნები. კომიტეტის წევრებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ. 10 დღეზე მეტი გამოდის შემდეგ სესიამდე. დღევანდელ სესიაზე არ გავიტანთ ამ საკითხს და გავიტანთ შემდეგ სესიაზე. 



APM-ში მიაჩნიათ რომ ამ კანონპროექტით ილახება მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები, ამ ეტაპზე არ ვერთვებით მუხლობრივ განხილვაში. ერთს ვიტყვი, რომ ნამდვილად არსებობს განცდა ფოთის პორტში, რომ ეს კანონპროეტი და პროცედურა დაწყებულია დაჩქარებული წესით და დასაბუთების გარეშე. ფოთის პორტი მოკლებული იყო ამ პროცესში ჩართულობას“, — აღნიშნა კახა შარაბიძემ.


ამ განცხადების შემდეგ, კანონპროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან ინიციატივა დღევანდელ კენჭისყრაზე არ გადოდა და დეპუტატებს კომპანიის შენიშვნების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონოდათ, ამ კანონპროექტს დაჩქარებულის სტატუსი მოეხსნებოდა და მისი განხილვა 10 დღის შემდეგ გაგრძელდება.


ახალი კანონპროექტის მიხედვით, საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს. ასევე, საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად.


გარდა ამისა, კანონში ჩნდება ახალი ტერმინი - „სანავსადგურე ერთეული”, რაც ნავსადურის ოპერატორს აღნიშნავს. კანონპროექტის მიხედვით, “სანავსადგურე ერთეულმა” კონკრეტული პორტის არეალში შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის და მისი ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უნდა ჩაატაროს. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, თუკი ერთ ნავსადგურში ერთზე მეტი ოპერატორი საქმიანობს, არ უნდა მოხდეს რომელიმე ოპერატორის მიერ სხვა ოპერატორისთვის პორტის შემოსასვლელ არხში გემების შესვლაზე რაიმე მოსაკრებელის დაწესება.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up