ფოთის პორტში ტალღამტეხი ჯებირების რეკონსტრუქცია პორტის გაფართოების პროექტის ფარგლებში დაიწყო. ამის შესახებ პორტის ოპერატორი კომპანიის, APM Terminals Poti-ის კომერციულმა დირექტორმა, იან როულინსონმა სააგენტო Trend-ს განუცხადა.
მისი თქმით, ფოთის პორტი 1858 წელს დაფუძნდა, ამიტომ მისი ინფრასტრუქტურა კომპანიის ხარჯებში მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, რომ არსებული ობიექტი შენარჩუნდეს.
„ეს პროექტი უზრუნველყოფს, რომ ტალღამტეხი ჯებირები კვლავ ძლიერი და საკმარისად დიდი იყოს, რათა პორტი ცუდი ამინდისგან, განსაკუთრებით ზამთარში დაიცვას,“ - აცხადებს როულინსონი.
კომერციული დირექტორი კიდევ ერთ მსხვილ ინვესტიციაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც პირველ პროექტსაც უკავშირდება. ეს არის ახალი ტალღამტეხი ჯებირებისა და ორი ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა. თითოეული ნავსადგომის სიღრმე 15 მეტრი იქნება.
„ეს ნავსადგომები ყველაზე დიდი გემების მიღებას შეძლებენ, რაც კი დღეს შავ ზღვაში მოძრაობენ,“ - აცხადებს როულინსონი.
მისი თქმით, აღნიშული პროექტი მთავრობის დამტკიცებას ელოდება.
APM Terminals საპორტო ოპერირების კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ნიდერლანდებში მდებარეობს. კომპანია დანიის გადამზიდავი გიგანტის, Maersk-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის განყოფილებას წარმოადგენს.
bpn.ge