ფოთის თეატრის მშენებლობაში 11 775 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია - „შ-ფოთი“

ფოთის თეატრის მშენებლობაში 11 775 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია - „შ-ფოთი“

access_time2023-03-02 17:00:17

ფოთის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი „შ-ფოთი“ ფოთის თეატრის შესახებ წერს, რომ თეატრის მშენებლობაში 11 775 000 ლარი დაიხარჯა და შენობა მაინც ავარიულ მდგომარეობაშია. 2014 წლის 31 მაისს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ფოთის თეატრი საზეიმოდ გახსნა. ერთ თვეში შენობაში წვიმის წყალი ჩავიდა, შემდეგ ლიფტი ჩავარდა, რამაც თანამშრომლის ჯანმრთელობაც კი დააზიანა, შემდეგ ჭერი ჩამოინგრა. ამ შემთხვევების შემდეგ საზეიმოდ გახსნილი თეატრის შენობა დაიხურა. „შ-ფოთი“ იმასაც წერს, რომ თეატრის მაშენებელი კომპანიის ორი მოწილე 2014-2016-2021 წლებში „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველები იყვნენ.


„ლამაზი ფოთის ლამაზ ცენტრში დგას ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრი, თუმცა ის ავარიულია და მის სცენაზე წარმოდგენები ვერ იდგმება.


2014 წლის 31 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკა ბესელიამ ფოთის თეატრი საზეიმოდ გახსნეს. ერთ თვეში შენობაში წვიმის წყალი ჩავიდა, შემდეგ ლიფტი ჩავარდა, რამაც თანამშრომლის ჯანმრთელობაც კი დააზიანა, შემდეგ ჭერი ჩამოინგრა. ამ შემთხვევების შემდეგ საზეიმოდ გახსნილი თეატრის შენობა დაიხურა.

 


მას მერე თეატრის შეკეთება სცადეს. ბოლო ტენდერი 2019 წელს გამოაცხადეს, რომელშიც 774 800 ლარი დაიხარჯა.

 

წესით, უკვე რეაბილიტირებული თეატრი უნდა გვქონოდა ფოთელებს, მაგრამ რაც შეგვრჩა იმას ხუმრობით ზოგი არაშენდას ვეძახით, ზოგიც შავ ხვრელს, „შფოთელებმა“ კი გრენლანდია შევარქვით, ჩვენი საყვარელი ქართული ფილმიდან „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

 

ამბავი მართლაც დაუჯერებელია, თეატრს ვაშენებთ, ვაშენებთ, ვაშენებთ, ჯამში ამ წლების მანძილზე 11 775 000 ლარი დაგვიჯდა ფოთელებს და მაინც ვერ ავაშენეთ.

 

ასეთი დამთხვევაც აღმოვაჩინეთ - თეატრის მაშენებელი კომპანიის ორი მოწილე 2014-2016-2021 წლებში „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველები იყვნენ,“ - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up