ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შპს „აზა კარბონი“ ნავთობის კოქსის კალცინირების ქარხნის მშენებლობას გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 340 მლნ დოლარია.
კომპანიის ინფორმაციით, ნავთობის არაკალცინირებული კოქსის (Green Petroleum Coke - GPC) მიწოდება ქარხნისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წყაროდან განხორციელდება ანოდური კალცინირებული ნავთობის კოქსის (Calcined Petroleum Coke - CPC) წარმოებისთვის. „აზა კარბონი“ გეგმავს აწარმოოს ანოდური კალცინირებული ნავთობის კოქსი, რომელიც საჭიროა ალუმინის მრეწველობაში, როგორც ნედლეული ალუმინის დნობის პროცესში გამოყენებული ანოდური ბლოკების წარმოებისთვის. წელიწადში 740 000 ტონა არაკალცინირებული კოქსი გადამუშავდება 500 000 ტონა კალცინირებულ ნავთობის კოქსად.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
გარდა კალცინირებული ნავთობის კოქსისა, როგორც მთავარი პროდუქტისა, გამომუშავდება 50 მეგავატი ელექტროენერგია როგორც გვერდითი პროდუქტი, ცხელი კვამლის აირებიდან მიღებული სითბური ენერგიის გამოყენებით, ორთქლის ტურბინასთან ერთად ქვაბ-უტილიზატორების მეშვეობით. ახალი ქარხნის მოედანი განთავსებული იქნება შავი ზღვის სანაპიროზე. ეს კი იმის უპირატესობას იძლევა, რომ 12 მსოფლიო ბაზრიდან მოწოდებული ნავთობის პირველადი კოქსი გემების საშუალებით იქნეს მიღებული და ამით გადაწყვეტილი იქნება კალცინირებული ნავთობის კოქსის გლობალური შესყიდვის საკითხი, მათ შორის დანიშნულების ადგილი BP Coke Europe. ამასთან, ნავთობის არაკალცინირებული კოქსის მიწოდება რკინიგზის ვაგონებით განხორციელდება, როგორიცაა მაგალითად, ტრანსპორტირება SOCAR-ის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან და თურქმენეთის ნავთობისა თურქმენბაშიდან და სხვა. გვერდითი პროდუქტის სახით ასევე მოხდება წელიწადში 25 000 ტონა თაბაშირის წარმოება.
ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ „კომერსანტთან“ ნავთობის კოქსის კალცინირების ქარხნის მშენებლობის მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.
„კომპანიამ უკვე დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი, რაც ითვალიწინებდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გარემოზე ზემოქმედების შესაფასების მომზადებას და შესაბამისი ნებართვის მიღებას. აღნიშნულთან დაკავშრებით მათ ჩაატარეს ტერიტორიის ყველა საჭირო გეოდეზიური და გეოლოგიური კველა.
ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს სამშენებლო პროექტზე, რომელის ნებართვა უნდა გასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. პარალელურ რეჟიმში კი აწარმოებენ მოლარაკებებს ადგილობრივ სამშნებლო კომპანიებთან მიწის სამუშოებთან/ტერიტორიის მომზადებასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ნაკვეთის ნარგავებისგან გასუფთვებასა და შემდეგომ მოზვინვას“, — ამბობს დავით ებრალიძე.
ქარხანა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 29,65 ჰექტარის მიწის ფართობზე აშენდება. მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იქნება დაახლოებით 40-50, ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე დაახლოებით 150 ადამიანი. „აზა კარბონ“-ის ნავთობის კოქსის კალცინირების ქარხნის კონცეპტუალური პროექტი შემუშავებული იქნა კომპანია MMEc Mannesmann GmbH-ს მიერ, გერმანია, ევროკავშირში დადგენილი ნორმების თანახმად.
ნინო თამაზაშვილი