ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8- წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8- წლიანი პატიმრობა მიესაჯა

access_time2021-12-26 13:25:47

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.საქმე ეხება ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს. გამოძიება საჯარო მოხელეებს რამდენიმე ათასი ლარის გაფლანგვას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. პატიმრობა მიესაჯა ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ რამდენიმე პირსაც, კერძოდ, ზური ყურუას და ლევან ჩოჩია 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ნიკოლოზ გრიგოლია - 2 წელი.

სასამართლო პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ბიჭიამ წუხელ გამოაცხადა.

ფოთის ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო სასამართლო პრაქტიკისათვის გაუგონარი გადაწყვეტილება.

ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.


„ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო სასამართლო პრაქტიკისათვის გაუგონარი გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მან მიიღო პირადი შურისძიების მოტივით, ვინაიდან სასამართლო განხილვის დროს ჩვენ მას გავუუქმეთ მისი უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც მან დააყადაღა უკანონოდ ირაკლი კაკულიას ძმის ვახტან კაკულიას წილი და ქონება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ეს ყადაღის უკანონო გადაწყვეტილება ჩვენ გავაუქმეთ.

საქართველოს და არამარტო საქართველოს, ალბათ მსოფლიოს სასამართლო პრაქტიკაში, დემოკრატიულ ქვეყნებს ვგულისხმობ, არ არსებობს პიროვნება ქრთამზე დაადანაშაულონ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ეს არის გაუგონარი ფაქტი. როგორც საქმეში არის, ამბობენ, რომ მე მალთაყვის ტყეში პარკით გადავეცი ფული ირაკლი კაკულიას 30 ათასი ლარი და ეს ჩვენება საკმარისი იყოს პიროვნების ქრთამის აღებაში დასადანაშაულებლად და რვა წლიანი პატიმრობის მისასჯელად, ეს არის გაუგონარი ფაქტი. მაშინ საქართველოში საერთოდ საადვოკატო საქმიანობას აზრი ეკარგება. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაუქმებთ, - განაცხადა ადვოკატმა.

ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია და მასთან ერთად რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up