ფოტო კონკურსი “კონსტრუქცია, როგორც ხელოვნება” - ვინ გახდა 5000 ლარიანი ჯილდოს მფლობელი?

ფოტო კონკურსი “კონსტრუქცია, როგორც ხელოვნება” - ვინ გახდა 5000 ლარიანი ჯილდოს მფლობელი?

access_time2023-04-18 13:55:29

სამშენებლო კომპანია “დაგის” ინიციატივით სოციალურ ქსელში ფოტოკონკურსი- “კონსტრუქცია, როგორც ხელოვნება” ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოებისთვის გაეზიარებინა მონაწილეების თვალით დანახული შენებისა და რეკონსტრუქციის პროცესები. მიღებულმა ფოტომასალამ კი ნათლად დაგვანახა ის შრომა და სილამაზე, რაც მშენებლობის მიღმა იმალება. მონაწილეებმა გადაიღეს დაგის მიმდინარე პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. გამარჯვებულები 31 მარტს სპეციალურად მონაწილეებისთვის გამართულ გამოფენაზე გამოავლინეს და ფულადი პრიზები გადასცეს. 

 


Რჩეულ მონაწილეებს ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა არქიტექტურული ობიექტების გადაღების შესახებ საინტერესო მასტერკლასი ჩაუტარა და აღნიშნა, რომ მათი პროფესიონალიზმი და მონდომება ნამდვილად საწინდარია საინტერესო ფოროგრაფიული კარიერის.



 

სამი გამარჯვებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით აირჩიეს:

 

I. კომპანიის რჩეული, ჯილდო 5000 ლარი  - მაიკო გაგუა და საბა შველიძე, მთაწმინდის საბაგიროს ქვედა სადგურის ორი განსხვავებული ხედვა.

II. ჟიურის რჩეული, ჯილდო 3000 ლარი - ხვიჩა კონცელიძე, ლოკომოტივის სტადიონი.


III. ხალხის რჩეული, ჯილდო 2000 ლარი - ზურა გელაშვილი, ტორპედოს სტადიონი

 

ფოტოკონკურსის გამარჯვებულებმა თავიანთი ფოტოების მიღმა დანახული ჩანაფიქრიც გაგვიზიარეს:

 



მაიკო გაგუა

,,ძალიან მიყვარს თბილისის ქუჩებში სეირნობა განსაკუთრებით მზიან დღეებში, გამიმართლა რომ შუა ზამთარში ასეთი მოწმენდილი ცა დამემთხვა ამ ძველი და ლამაზი შენობის თავზე. მიუხედავად სიძველისა, მაინც თვალი მომჭრა მისმა ორნამენტებმა და ფერადმა ფანჯრებმა, რომელიც სიმწვანეშია ჩამალული. ამიტომაც, რამდენიმე რაკურსით გადავიღე და გადავწყვიტე ჩემი ფოტო თქვენთვისაც გამეზიარებინა.

 

საბა შველიძე

სასიამოვნო ფაქტია რომ ქალაქს კვლავ დაუბრუნდება ისტორიული საბაგირო. ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება შენობის თაღოვანმა ფორმებმა, მიმდინარე რეკონსტრუქციის პროცესმა და ფერთა გამამ მიიქცია.



სამშენებლო კომპანია “დაგი” 2003 წელს დაარსდა და შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო, სარემონტო და საკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით. “დაგი”-ს მიერ განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და უამრავი მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტით კვლავ აგრძელებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას.

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up