ფოტო კონკურსი ქოლგა 2022 იწყება

ფოტო კონკურსი ქოლგა 2022 იწყება

access_time2022-02-24 09:30:31


2022 წლის ფოტოკონკურსზე ქოლგა თბილისი ფოტო ნამუშევრების მიღება დაიწყება 2022 წლის 10 თებერვლიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს. ასაკი შეზღუდული არ არის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ონლაინ 10 თებერვლიდან. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მარტი. ფოტო პროექტების თემატიკა შეზღუდული არ არის.

წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  1. დოკუმენტური სერია
  2. რეპორტაჟი
  3. კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  4. საუკეთესო ერთი კადრი /Best shot/
  5. მობილური ფოტო ერთი კადრი


ნომინაციებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტო პროექტი ატვირთულ ფოტოებს უნდა ჰქონდეს სერიის ფორმა 6-დან 12 ფოტომდე, ხოლო საუკეთესო ერთი კადრის და საუკეთესო მობილური ფოტოს ნომინაციაში მონაწილეს მხოლოდ 5-5 ფოტოს ატვირთვა შეუძლია. კონკურსში მონაწილეობის მსურველს შეუძლია სურვილისამებრ მონაწილეობა მიიღოს, როგორც ყველა გამოცხადებულ ნომინაციაში, ისევე როგორც ერთ ან  რამდენიმე კატეგორიაში.



ფოტოების ატვირთვამდე შეავსეთ ავტობიოგრაფიის ველი. ფოტო სერიებში მონაწილეობის შემთხვევაში, მონაწილემ სავალდებულოა ტექსტის ველში ჩაწეროს ფოტო სერიის სათაური და კონცეფცია ინგლისურ ენაზე /მაქსიმუმ 900 ასო-ნიშანი/.

კონკურსში მონაწილეობის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 აშშ დოლარია, ხოლო უცხოელებისთვის 30 აშშ დოლარი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ სარეგისტრაციო თანხის საკრედიტო ბარათით ან Paypal-ით გადახდა. არ ვიღებთ ჩეკებს და Western Union-ის, სადებეტო ბარათების ან საფოსტო/საბანკო გადარიცხვის საშუალებით გამოგზავნილ თანხას.



თქვენს მიერ თანხის გადახდის შემდეგ შესაძლებელი იქნება ფოტოების შესაბამისი წესით ატვირთვა. რეგისტრაციიდან შემოსული თანხით შეივსება საპრიზო ფონდი 20 000 ლარი. 




პირველ 4 ნომინაციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები: ფოტოს სიგრძე უნდა იყოს 3500 პიქსელი. შეინახეთ ფოტო JPEG ფორმატში მაქსიმალური ხარისხით. მობილური ფოტო სერიის ნომინაციისათვის კონკურსში მონაწილეებმა უნდა ატვირთონ მინიმუმ 1500 პიქსელი სიგანის ფოტოები. ფერის მოთხოვნები: Adobe 1998, RGB Color.

ნომინაციებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი და საუკეთესო ერთი კადრი შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტოს ატვირთვა. ხოლო, მობილური ფოტოს ნომინაციისთვის მიიღება მხოლოდ ტელეფონით/ტაბლეტით გადაღებული ფოტოები.




საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს. საუკეთესო ფოტოპროექტები გამოქვეყნდება KOLGA TBILISI PHOTO-ს ყოველწლიურ ონლაინ ფოტოკატალოგში. შესაძლებელია ზოგიერთი ფოტო გამოყენებულ იქნეს საკონკურსო ვიდეოსთვის და ფოტოკვირეულის სარეკლამო კამპანიისთვის. ფინალში გასული ყველა პროექტი გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. 

გამარჯვებულთა გამოსავლენად კონკურსზე მუშაობს საერთაშორისო ჟიური:



ფრანკ რობერტ  -  'Der Standard, Wien' რედაქტორი (ავსტრია)  


რობერტ ეშბი - კურატორი (დიდი ბრიტანეთი)  


ვინსენტ ჩიანი - ფოტოგრაფი. პარსონსის სკოლის ლექტორი (აშშ) 


თინა შელჰორნი  -  გალერისტი, კურატორი (გერმანია) 


კერსტინ ჰაკერი  - კემბრიჯის ხელოვნების სკოლის ლექტორი, ფოტოგრაფი (დიდი ბრიტანეთი)


ჟიური შეარჩევს საუკეთესო ფოტოპროექტებს, საიდანაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. საუკეთესოთა შორის გასული ფოტოები აისახება კონკურსანტის პროფილში, საუკეთესო პროქტების ავტორებს და





(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up