ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აქციას მართავენ. მათ გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს.
ადგილობრივები უკვე წლებია, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, პორტის ტერიტორიაზე, მათ საცხოვრებელთან ახლოს ღია წესით ამუშავებენ ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთს. ასევე, ამბობენ, რომ კომპაქტურად დასახლებულ 100-მდე ოჯახი წლებია ამ პირობებში ცხოვრობს და ხელისუფლების მხრიდან მეტ გულისხმიერებას მოითხოვენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ მათთვის დეტალურად არის ცნობილი ამ ადამიანების პრობლემები და არაერთხელ არიან ნამყოფი მათთან. მათი თქმით, მოსახლეობას სთავაზობენ ახალი კორპუსის აშენებას, მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე და დროულად დაიწყება
rustavi2.ge