ფოთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა  მოეწყო

ფოთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო

access_time2021-12-30 11:30:00

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სრული ინვესტიცია 7 მლნ ლარი განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 ლარი კი, გრანტი.



მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10,000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ მაღალი ხარისხის ნედლულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას.
10,000 ტონა ნედლეული - არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი „ფოთის მარცვლეულის ტერინალმა“ უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის პორტ სან ლორენცოში დაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ სიოის შროტი საქონლისა და კომბინირებული საკვების წარმოებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.




საწარმოში ნედლეულის მიღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია დაესწრნენ.



„ფოთში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო სტანდარტების ახალი შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მეცხოველეობის განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, მეტი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებისთვის. დღეს, როცა მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით, აუცილებელია, ქვეყანაში გამართული ინფრასტრუქტურა არსებობდეს საკვები ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები სისტემურია და უკვე იძლევა თავის წარმატებულ შედეგებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.



სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.




თეგები:
ინვესტიცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up