ფოთში სტიქიის შედეგად, პირველადი მონაცემებით 33 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის, 124 კერძო სახლის, 4 საჯარო სკოლის, 3 საბავშვო ბაღის სახურავია დაზიანებული. ასევე, დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტრო გადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში იგეგმება სამუშაოები, რომლებიც სტიქიის დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს, ნათქვამია ფოთის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.