ფრანგებს გაფუჭებული ტექნიკის შეკეთებას მთავრობა აუნაზღაურებს

ფრანგებს გაფუჭებული ტექნიკის შეკეთებას მთავრობა აუნაზღაურებს

access_time2022-12-27 23:00:44

საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს ძველი გაჯეტების გარემონტებას ნაწილობრივ აუნაზღაურებს, თუკი ახალი ტექნიკის ყიდვის ნაცვლად, მის შეკეთებას გადაწყვეტენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.


სუბსიდია რემონტის ღირებულების 1/4-ს დაფარავს და სამომხმარებლო ელექტრონიკის 30 კატეგორიას შეეხება, რომელზეც მწარმოებლის საგარანტიო ვადა გასულია. ამ პროგრამით ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2027 წლისთვის სარემონტო ტექნიკის რაოდენობა 20%-ით გაიზრდება, შესაბამისად, ელექტრონული ნარჩენები შემცირდება.


მოხმარების შემდეგ მოქალაქეების დიდი ნაწილი ძველ მოწყობილობას აგდებს, რითიც ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის. სპეციალისტების ცნობით, ეს ნარჩენები, პრაქტიკულად, არარეციკლირებადია, ხოლო მათი უტილიზაციის დროს დიდი რაოდენობით სითბური აირი გამოიყოფა.


2020 წლის ნოემბერში „ევროპულსი“ წერდა, რომ მსგავსი პროგრამის დახმარებით ავსტრიაში ორ თვეში საყოფაცხოვრებო ტექნიკის 4 000 ნივთის „დაზოგვა“ შეძლეს. პლატფორმა, „სარემონტო ვაუჩერი“ სხვადასხვა მოწყობილობის გამყიდველებს, მყიდველებსა და სარემონტო მაღაზიებს აერთიანებდა. ეს ვაუჩერი მფლობელისთვის გაფუჭებული ტექნიკის შეკეთების საფასურს ანაზღაურებდა: 45 ევროზე ნაკლები ღირებულების ტექნიკის შემთხვევაში, ვაუჩერი შეკეთების მთლიან ფასს ფარავდა, ხოლო შედარებით ძვირ ნივთებზე ხარჯს 100 ევრომდე ანაზღაურებდა.


ელექტრონივთების შეკეთება ევროკავშირის ე.წ. ციკლური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის ამოცანაც ბუნებრივი რესურსების გამოყენების შემცირებაა. „ევროპის მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) ფარგლებში, ევროკავშირმა ციკლური ეკონომიკის შექმნა 2020 წელს დაისახა მიზნად, რომლის დროსაც ყველა სახის რესურსი მეორადად და რაც შეიძლება, დიდხანს უნდა იქნეს გამოყენებული. სარემონტო მომსახურების გარდა, ამ მიზნით ევროპაში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები ვითარდება და ერთჯერადი პლასტმასის არაერთი ნაწარმის გაყიდვა იკრძალება.



ახლახან ევროკავშირში აკუმულატორული ბატარეების მწარმოებლები დაავალდებულეს, ბატარეები ისე დაამზადონ, რომ მოგვიანებით მათი შეკეთება იყოს შესაძლებელი. სმარტფონების, მათ შორის iPhone-ების, სკუტერების, ელექტროველოსიპედების ბატარეები ისე უნდა დაპროექტდეს, რომ მათი გამოცვლა თავად მომხმარებლებმა ან სარემონტო სერვისებმა ადვილად შეძლონ. ამასთან, აკუმულატორები QR კოდებს უნდა შეიცავდეს, რომლის მეშვეობითაც მოწყობილობის მფლობელებს საშუალება ექნებათ, პროდუქტის სიმძლავრის, მუშაობის, გამძლეობისა და ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროდუქცია ევროკავშირში გასაყიდად არ დაიშვება.


ამასთან, ბრიუსელმა კანონმდებლობით უკვე დაავალდებულა ტექნოლოგიების მწარმოებლები, მათ შორის Apple, რომ 2024 წლის შემოდგომისთვის ტელეფონები, პლანშეტები და ყურსასმენები საერთო USB-C დამუხტვის კონექტორით დაამზადონ.


გასული წლის აგვისტოში ევროკომისიის ერთიანმა კვლევითმა ცენტრმა მწარმოებლებს ტექნიკის დამზადების დროს წებოს ნაცვლად, ხრახნების გამოყენება შესთავაზა. ამასთან, მეცნიერების შეფასებით, მოწყობილობებში ჩაშენებული მეხსიერების გაფართოებამ შესაძლოა, მათი მომსახურების ვადა გაზარდონ. კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე მოწყობილობების უმეტესობა შექმნილია ისე, რომ ერთი კომპონენტის შეკეთება შესაძლოა, ახალი პროდუქტის მთლიანი ფასის 40%-მდე დაჯდეს ან შესაკეთებელი მოწყობილობის ღირებულებას გადააჭარბოს. ეს მომხმარებლებს აიძულებს, ახალი ტექნიკა შეიძინონ, ნახმარი კი გადაყარონ, რითიც უფრო მეტი ელექტრონარჩენი გროვდება.


ევროპელმა მეცნიერებმა, ასევე, მარტივი შეკეთების შეფასების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ტექნიკურ ცნობარს ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებისთვის, რათა მათ ახალი პროდუქტები განავითარონ.


„ევროპის მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) ფარგლებში, ციკლურ ეკონომიკაზე გადასვლაზე ევროკავშირის ბევრი ქვეყანა აქტიურად მუშაობს. მაგალითად, ფინეთი ციკლურ ეკონომიკაზე გადასვლას 2035 წლისთვის აპირებს.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up