ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

access_time2021-10-22 12:40:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „Culinary & Wine Expedition“-ის თანაორგანიზებით საქართველოს პოპულარული ფრანგული გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ეწვივნენ.  Le  Figaro-ს,   AR Magazine-ის, Voyages de Luxe-ისა და სხვა მაღალრეიტინგული ჟურნალების წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, წინანდალი და სხვა ტურისტულად პოპულარული ადგილები მოინახულეს. დაათვალიერეს ღვინის მარნები, დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და  ეწვივნენ მუზეუმებს.   ტურის ფარგლებში, 2020 წლისთვის საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პოტენციალის, ქართული ღვინის, კულტურისა და ქალაქების შესახებ სტატიები, ფოტო-რეპორტაჟები და გადაცემები მომზადდება, რომელსაც ფრანგულენოვანი მკითხველი და ტელემაყურებელი საფრანგეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, მონაკოში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში გაეცნობა.  

 

„ჩვენ ვმასპინძლობთ საფრანგეთის წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, მათ შორისაა Le  Figaro-ს წარმომადგენელი. ტურის მთავარი მიზანია ჩვენი კულტურული ტურისტული პროდუქტის, გასტრონომიისა და ღვინის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. მომზადებული  სიუჟეტები და სტატიები როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ქვეყნების ტურისტულ ბაზრებს მოიცავს,  რაც პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ღვინოს და გასტრონომიას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

 „საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა, ხალხი საოცრად სტუმართმოყვარეა, ქართული სამზარეულო შესანიშნავია. როგორც ფრანგი საოცრად მოვიხიბლე ქართული კერძებით. თქვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა, ჩვენ ვიყავი ბორჯომში, ავედით მთებში, შემდეგ წავედით კახეთში, სადაც სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა. საქართველოში ძალიან დიდი და სასიამოვნო გამოცდილება მივიღეთ“- აცხადებს Le  Figaro-ს ჟურნალისტი ჟან ბერნარდ კარილე.  


 “ძალიან მოვიხიბლე ქართული სტუმარმასპინძლობით, ჩვენ ვიყავით საოჯახო მარნებში, შევხვდით ადგილობრივებს, დავაგემოვნეთ ქართული ღვინო. კოვიდურ პერიოდში მოგზაურები ახალი ტურისტული მარშრუტებით და საინტერესო პროდუქტების აღმოჩენით ინტერესდებიან და ამ მიმართულებით საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს.  სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს აქვს საინტერესო ისტორია, მონასტერი, მაგრამ  ვფიქრობ ქართული სტუმართმოყვარეობა  სხვებისგან გამორჩეულია.“-განაცხადა Unique Experiences-ის ხელმძღვანელმა იზაბელა კორნეტმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up