ფრანგული აერონავტიკის მწარმოებელი კომპანია Safran რუსეთში საქმიანობას აჩერებს

ფრანგული აერონავტიკის მწარმოებელი კომპანია Safran რუსეთში საქმიანობას აჩერებს

access_time2022-03-12 00:46:30

ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საჰაერო კოსმოსურმა ფირმამ ფრანგულმა Safran SA-მა, რუსეთის ურკაინაში შეჭრის და რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქიცების გამო რუსეთში ყველა საქმიანობა შეაჩერა, რითაც  რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიას დიდი დარტყმა მიაყენა -  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა wall street journal ავრცელებს. 


Safran, როგორც UEC NPO Saturn-თან ერთობლივი საწარმოს ნაწილი და რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი ძრავების მწარმოებელი აწარმოებს ძრავებს, სადესანტო აღჭურვილობას და ძრავის საფარებს Sukhoi Superjet 100-ისთვის და რეგიონალური სამგზავრო თვითმფრინავისთვის, ის ასევე არის Volgaero-ს უმცირესობის აქციონერი, ერთობლივი საწარმო Saturn-თან, რომელიც აწარმოებს ნაწილებს ძრავებისთვის “Safran“ და  ყიდის დასავლეთში.


„ყველა ზემოაღნიშნული საქმიანობა აშშ-სა და ევროპის სანქციების შესასრულებლად არის შეჩერებული“, - აცხადებენ კომპანიაში.


დასავლურმა სანქციებმა მძიმედ დაარტყა ზოგიერთ რუსი მწარმოებელს, რითაც  ისინი გლობალური მიწოდების ჯაჭვებისგან მოწყვიტა. რუსული ავტომწარმოებელი Lada-ს მშობელმა კომპანიამ AvtoVAZ-მა წარმოება დახურა, რადგან მას აღარ შეეძლო ნაწილების საზღვარგარეთიდან მიღება. 


მოსალოდნელია, რომ Safran-ის რუსული ერთობლივი საწარმოები დიდი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან მოუწევთ გააგრძელონ მუშაობა იმ  ძირითადი ნაწილებისა და ექსპერტიზის გარეშე, რომელსაც Safran საფრანგეთიდან უზრუნველყოფს.

ბიზნესში 500 ადამიანია დასაქმებული და წლიურად დაახლოებით 300 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც Safran-ის დაახლოებით 2%-ს შეადგენს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up