ფრანგული გამოცემა: ქართველი მილიარდერი დასავლელი ფილანტროპების სიას უერთდება

ფრანგული გამოცემა: ქართველი მილიარდერი დასავლელი ფილანტროპების სიას უერთდება

access_time2021-02-13 16:00:09

ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეითსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფინი ამტკიცებენ, რომ საკუთარი ქონების გამოყენება ბევრნაირად შეიძლება სამყაროში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ვისაც არ ეშინია არასტანდარტული აზროვნების, მათ რამდენიმე მაგალითს ვთავაზობთ თვალსაჩინოებისთვის, თუ როგორ დათმეს მილიარდერებმა ბრწყინვალე პროექტები  ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მთელი თავიანთი ორიგინალურობით, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Contrepoints-ი წერს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ როდესაც მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ავანსცენიდან წავიდა, განაცხადა, რომ საკუთარი აქტივების 95 პროცენტზე მეტს, ანუ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფონდ ,,ქართუს” უტოვებდა, რითაც ის იმავე კატეგორიაში მოექცა, სადაც ცნობილი ფილანტროპები – გეითსები, ბაფეტი და სხვები – მოიაზრებიან.

 

გამოცემა იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა, მათ შორის ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე. ავტორის თქმით, ამ პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილმა თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოჰყო, რაც მიზნად ისახავს მომავალი თაობის ტექნიკური ცოდნის დაგროვებას და მეცნიერთათვის საერთაშორისო კვლევით ქსელებში მონაწილეობის გაუმჯობესებას.

 

,,1995 წელს, დაარსების დღიდან, „ქართუ ფონდს“ 3.2 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გაცემული – არც აქ ყოფილა ფოიერვერკები. ეს იყო მხოლოდ ამ კავკასიური რესპუბლიკის განვითარების სამსახურში გამოჩენილი ხელგაშლილობა – მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 სკოლა აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან აღიჭურვა და 100 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო ახალი სასკოლო ინვენტარი. ქუთაისში სრულიად ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის დაფინანსებისთვის ბიძინა ივანიშვილმა თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოჰყო, მიზნად ისახავს მომავალი თაობის ტექნიკური ცოდნის დაგროვებას და მეცნიერთათვის საერთაშორისო კვლევით ქსელებში მონაწილეობის გაუმჯობესებას. მიუნხენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპარტნიორო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა და სხვებიც აუცილებლად შეუერთდებიან მის რიგებს, თუმცა განათლება არ არის ერთადერთი სფერო მისი ქველმოქმედების არეალში – სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურასაც აქტიურად ეხმარება.


 

ამდენად, „ქართუ ფონდს“ დაფინანსებული აქვს სანერგე მეურნეობების, თანამედროვე სასათბურე მეურნეობების, სამაცივრე-სასაწყობიო მეურნეობებისა და ლაბორატორიების შექმნა. საჩხერის სამედიცინო ცენტრმა 46 000 საქართველოს მოქალაქეს მისცა მკურნალობის შესაძლებლობა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შეიქმნა 1 200-ზე მეტი ექიმის საშუალებით, რომლებსაც პრაქტიკული სწავლება სასწრაფო დახმარების მიმართულებით ჩაუტარდათ. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზას, ასევე 554 კილომეტრის სიგრძის ბუნებრივი აირის მილსადენს”, – წერს გამოცემა.

 

ავტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა წამყვანი როლი იკისრა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულმასშტაბიან რესტავრაციაში.

 

„ისტორიული ქართული საკურორტო ქალაქი წყალტუბო – პროექტი 15 000 – 20 000 სამუშაო ადგილს შექმნის ადგილობრივთა დასაქმებისთვის, რაც ეკონომიკური განვითარების და განახლებული კეთილდღეობის მდგრადობას უზრუნველყოფს, ახალი კორონავირუსის პანდემიის გავლენის ქვეშ მოქცეულ მთელ იმერეთის რეგიონში. დაბოლოს, „ქართუ ფონდი“ თავის წილ საქმეს აკეთებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით. წლის დასაწყისში „ქართუ ბანკმა“ გამოაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში მთაწმინდის მთის ქედზე 700 ჰექტარზე გადაჭიმულ ტყე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღდგება. ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ დაცულ ტერიტორიებს და შეკვეთილში არსებულ დენდროლოგიურ პარკს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბოტანიკური ბაღია, რითაც გადაშენების პირას მყოფ მრავალი (200-ზე მეტი) ჯიშის ხესა და ცხოველს დაიცავს 60 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გადაჭიმულ სივრცეში”, – წერს გამოცემა.

 

 

წყარო :bfm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up