საფრანგეთის შამპანურის მწარმოებლები რეკორდულ წლიურ გაყიდვებს აფიქსირებენ, რაც გასული წლის პანდემიური პრობლემებისგან მოულოდნელად სწრაფი შემობრუნებაა. ფრანგი მწარმოებლები იმასაც ირწმუნებიან, რომ ომიკრონის გავრცელებასაც გაუძლებენ. ამის შესახებ Reuters-ს შამპანურის მწარმებელთა ჯგუფის, UMC-ის პრეზიდენტმა, ჟან-მარი ბარილერმა განუცხადა.
მოელიან, რომ 2021 წელს გაყიდვები 5,5 მლრდ ევროს (6,2 მლრდ დოლარს) გადააჭარბებს, რაც 2019 წლის პანდემიამდელ პიკურ მაჩვენებელს, 5 მლრდ ევროს აღემატება.
„ეს იმდენად დიდი მოულოდნელობა იყო, რომ მიწოდების ჯაჭვი გადატვირთვის გამო პროდუქტის დეფიციტი შეიქმნა და წლის ბოლოს, სადღესასწაულო პერიოდში ზოგიერთ მოყვარულს შესაძლოა, შამპანური დააკლდეს,“ - ამბობს ჟან-მარი ბარილერი.
საცალო ვაჭრობის კვლევითი კომპანია Nielsen-ის მონაცემებით, ფრანგულ სუპერმარკეტებში, სასურსათო კატეგორიებს შორის, შამპანურის გაყიდვებმა უმაღლეს დონეს ნოემბრის დასაწყისიდან მიაღწია.
„შამპანურზე მოთხოვნის ზრდა ეკონომიკური აღმავლობის ნაწილია, როცა მომხმარებლები პანდემიური ლოკდაუნიდან გამოვიდნენ. თუმცა ეკონომისტები და ინვესტორები ფრთხილობენ, რომ ომიკრონის ვარიანტი კვლავ გამოწვევს აქტივობის შეჩერებას, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ ჩაკეტვის ახალი ზომები ისევ შემოიღო,“ - წერს Reuters.
bpn.ge