„ფრეშ სფეისი“ - ლიდერი დასუფთავების კომპანია საქართველოში

„ფრეშ სფეისი“ - ლიდერი დასუფთავების კომპანია საქართველოში

access_time2023-01-12 13:15:05

დასუფთავების კომპანია ,,ფრეშ სფეისი“ (Fresh space) ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ხარისხიანი, დროული და კომფორტული მომსახურების შეთავაზებაა.

 


უფრო კონკრეტულად ,,ფრეშ სფეისის“ მომსახურების სპეციფიკაზე, უპირატესობებსა და გეგმებზე „კომერსანტი“ კომპანიის დამფუძნებლებს თეონა ბაღუშვილსა და თამარ მირცხულავას ესაუბრა.

 



რა ტიპის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს „ფრეშ სფეისი“?

 

„ფრეშ სფეისი“ მომხმარებელს სთავაზობს:

1. საცხოვრებელი და საოფისე ფართების გენერალურ დალაგებას;

2. საცხოვრებელი და საოფისე ფართების რემონტის შემდგომ დალაგებას;

3. მინა-ვიტრაჟების წმენდას;

4. სადარბაზოების დასუფთავებას;

5. პარკინგების დასუფთავებას;

6. რბილი ავეჯის ქიმწმენდას;

7. ოფისების რეგულარულ (ყოველდღიურ) ან, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, კვირაში რამდენჯერმე დასუფთავებას;

8. სიმაღლეზე წმენდის სამუშაოებს.

 


„ფრეშ სფეისი“ თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და ობიექტის დასუფთავებას მაღალი ხარისხის ხსნარებით უზრუნველყოფს, რაც სასურველი შედეგის მიღებას უწყობს ხელს. მომსახურების საფასური ფართისა და  დაბინძურების ხარისხის  შესაბამისად გამოითვლება. კონკრეტულ შემთხვევებში, ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა ადგილზე დათვალიერება და ფასზე შეთანხმება მოხდეს.

 

 

კონკურენტებთან შედარებით რა უპირატესობები აქვს „ფრეშ სფეისს“?



დაარსების დღიდან მზარდ და მოთხოვნად ბაზარზე თავის დამკვიდრებას მაღალი  ხარისხის მომსახურების მიწოდებით, საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებითა და პროფესიონალი დასუფთავების სპეციალისტებით ვცდილობთ. ასევე, მომხმარებელს სხვა კომპანიებთან შედარებით, მისაღებ ფასებს, შეკვეთის სწრაფად ორგანიზებას და დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას ვთავაზობთ. რაც, საბოლოო ჯამში, ბაზარზე ჩვენს უპირატესობას უზრუნველყოფს.

 

 

ვინ არიან თქვენი დამკვეთები? თბილისის მასშტაბით ახორციელებთ მომსახურებას, თუ რეგიონებშიც?


ამ ეტაპზე, კომპანია ძირითადად თბილისის მასშტაბით ოპერირებს. თუმცა, პერიოდულად გვაქვს გარკვეული სახის დასუფთავების მომსახურების გაწევის შესაძლებლობა საქართველოს ქალაქებშიც - რუსთავში, მცხეთაში, დაბა ყაზბეგში და ა.შ.



 ,,ფრეშ სფეისი“ მუშაობს როგორც კერძო შეკვეთების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან. რომლებსაც ვუწევთ როგორც ერთჯერად, ისე რეგულარულ დასუფთავების მომსახურებას.

 


ჩვენი მომხმარებლები არიან: კომპანია ,,არქი“, ,,ელემენტ ქონსთრაქშენი“, შპს ,,სითი რეალ ისთეითი“, ასევე, სხვადასხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობები (მაგ.: კომპანია ,,ბინადარის“ მაცხოვრებლები), გვაქვს სასტუმროებისა და სარესტორნო ქსელების დასუფთავების მომსახურების გამოცდილებაც.



კორპორაციული თანამშრომლობის პირობებში „ფრეშ სფეისი“ ახორციელებს რემონტის შემდგომი მინა-ვიტრაჟების წმენდას; აივნების, სადარბაზოების, კიბის უჯრედების, საპარკინგე და საერთო სარგებლობის სხვადასხვა სივრცეების (მათ შორის ეზოებისა და სკვერების) დასუფთავებას. სხვადასხვა ტიპის მყარი იატაკის წმენდას და, მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიებს ოფისში დამხმარე დიასახლისებით უზრუნველყოფს. 




რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „ფრეშ სერვისი“?

 

დასუფთავების კომპანიების, თუნდაც, კერძო დამლაგებლების სიმრავლის მიუხედავად, საქართველოში დასუფთავების მიმართულებით ბევრი გამოწვა არსებობს. მათ შორის: მაღალი ფასი, დაბალი ხარისხი, ხარისხის კონტროლის არქონა, დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - გამოუცდელი დიასახლისები და დასუფთავების თანამშრომლები.



ჩვენი კომპანია ცდილობს, რომ გამოცდილი, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პერსონალი ჰყავდეს, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ ადგილზე შესასრულებელ სამუშაოებს თავი იოლად გაართვან; მომხმარებელს ხარისხიან და ადეკვატურ მომსახურებას (მათ შორის შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით) მისაღებ ფასად ვთავაზობთ, რაც დასუფთავების სხვა კომპანიების მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, საკმაოდ  ძვირადღირებული სერვისია.



ჩვენი მომსახურების არჩევის შემთხვევაში, კლიენტს გარანტირებულად მაღალი ხარისხის სერვისი მისაღებ ფასად აქვს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის კომპონენტი, რომელიც დამკვეთს, სხვადასხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში (რაიმეს დაზიანება, ხარვეზიანი შესრულება და ა.შ.), ფინანსური ზარალისგან იცავს.

 

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?


სამომავლოდ კომპანიის გაფართოების მიმართულებით ვმუშაობთ, როგორც რეგიონულ ჭრილში, ისე მომსახურების კუთხით. დღესდღეობით, გადატვირთული ცხოვრების რიტმი და დროის უქონლობა, ისეთი მომსახურებების საჭიროებას აჩენს, რომელიც დალაგება-დასუფთავების სრულ სპექტრს არ მოიცავს, თუმცა, მისი ცალკეული კომპონენტი კლიენტებისთვის მნიშვნელოვანია და დროის დაზოგვას უზრუნველყოფს. ასეთია, მაგალითად - ეზოსა და ბაღის დასუფთავება, ფილების მოხეხვა სპეციალური აპარატით, სადღესასწაულო წვეულებების მოწყობისა და შემდგომი დასუფთავების სერვისები და სხვა.

 

მიგვაჩნია, რომ მსხვილი დეველოპერული კომპანიები, უფრო აქტიურად უნდა სარგებლობდნენ დასუფთავების კომპანიების მომსახურებით. რაც მათი მომხმარებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვების ეტაპზე, ისე უშუალოდ მშენებლობის პროცესში გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის და მშენებლობის დასრულების შემდეგ - საერთო სისუფთავისთვის.

 

 

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

 

ჩვენი მთავარი მოტივაცია ერთგული მომხმარებლებისგან პოზიტიური გამოხმაურება და ასობით რეკომენდაცია, დაწყებული საქმის კიდევ უფრო განვითარება, ხარისხიანი და მაქსიმალურად ყველასთვის ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებაა.



Fresh Space-ის Facebook გვერდი: bit.ly/3X8T6tQ

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up