ბოლო 2 წლის განმავლობაში, FMCG ბაზარი რეკორდულად მაღალი ტემპით გაიზარდა. 2020 წელს - 26%, ხოლო 2021 წელს 22%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ, TBC Capital-ის სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებულ კვლევაშია აღნიშნული.
2021 წელს FMCG სექტორის (კვების და სწრაფი მოხმარების პროდუქციის) შემოსავლებმა 13.9 მილიარდ ლარს მიაღწია.
2021 წლის მონაცემებით, FMCG ბაზარზე 1700-ზე მეტი ობიექტით იყო წარმოდგენილი, რაც წლიურად 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამური სავაჭრო ფართობი კი გასულ წელს 25%-ით გაიზარდა.
FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი მცირე მარკეტების მიხედვით:
ფრესკო— ბაზრის 3%;
უნივერსამი— 2.8%;
ზღაპარი— 2.8%%;
მადაგონი — 2.3%;
ევროპროდუქტი— 1.3%;
სმარტი — 1.1%;
ჯიბე - 0.9%.