იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მიაგის პრეფექტურის ხელისუფლება, ფრინველის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ფერმაში დაახლოებით 21 000 ქათამს დაკლავს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo იტყობინება.
გამოცემის თქმით, რეგიონში ინფექციის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ხელისუფლება გამოძიებას ჩაატარებს.
ამ სეზონზე, ფრინველის გრიპის ეპიდემიები უკვე დაფიქსირდა იაპონიის ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ჯამში 2 მილიონზე მეტი ქათამი დაიღუპა.