ფრინველის ხორცი და კვერცხი კიდევ გაძვირდება

ფრინველის ხორცი და კვერცხი კიდევ გაძვირდება

access_time2021-10-17 11:41:51

ნედლეულის და ფრინველის საკვების გაძვირების გამო, მეფრინველეები კვერცხისა და ქათმის ხორცის კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავენ.  მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე, შეიძლება ფასი რამდენჯერმე გაიზარდოს. მისი თქმით, ახლა შეუძლებელია პროგნოზირება, რამდენი პროცენტით მოხდება ფასების მატება კვერცხსა და ქათმის ხორცზე.

„ფასები კატასტროფულადაა გაზრდილი ნედლეულზე და ფრინველის საკვებზე, ბოლო პერიოდში დაახლოებით 30%-ით. გარდა ამისა, გაზრდილია ტრანსპორტირების ხარჯი და საწვავიც 20%-ით. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მსოფლიოში ფასებს მუდმივი ზრდის ტენდენცია აქვს. თვითღირებულებას რაც ქმნის, ფასი კატასტროფულად არის გაზრდილი აბსოლუტურად ყველა კომპონენტზე. ამ მდგომარეობაში კი პერსპექტივაც არ ჩანს, რომ ფასები შემცირდეს, ან დასტაბილურდეს. რასაც ვაკვირდები, მუდმივად მზარდია. ამიტომ, რამდენიმე კვირაში არა, ძალიან მალე, მოხდება ფასის ზრდა კვერცხზე და ქათმის ხორცზე და ეს გარდაუვალია. ვერაფრით გეტყვით რამდენი პროცენტით, რადგან ეს მართლა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, ჩაერევა თუ არა მთავრობა. თუ ისევ მოხდა გასული წლის პრაქტიკის გამოყენება, როცა ხორბალი დასუბსიდირდა, ცხადია ეს ჩვენზეც აისახება, რადგან პურის წარმოების გარდა, მარცვლეულს ჩვენს ვიყენებთ. ამიტომ, ახლა ზუსტად რამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამ მოცემულობის დარჩენის შემთხვევაში, შეიძლება წლის ბოლომდე ფასის რამდენჯერმე გაზრდაც კი მოგვიწიოს,“-  ამბობს უჩუმბეგაშილი.

შეგახსენებთ, კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები უახლოეს პერიოდში პროდუქტის 10-15%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up