„ფრირაიდის“ საერთაშორისო  საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: „მადლობა სვანეთს მასპინძლობისთვის -  „ფრირაიდის“ დღევანდელი შეჯიბრი უმაღლეს დონეზე ჩატარდა“

„ფრირაიდის“ საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: „მადლობა სვანეთს მასპინძლობისთვის - „ფრირაიდის“ დღევანდელი შეჯიბრი უმაღლეს დონეზე ჩატარდა“

access_time2022-02-08 18:00:00

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპის პირველი, 2-ვარსკვლავიანი შეჯიბრი დასრულდა. ფრირაიდის საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის ხავიერ ტრობას განცხადებით, კურორტი თეთნულდი ნამდვილად შესანიშნავი ლოკაცია გამოდგა ფრირაიდის შეჯიბრის ჩატარებისთვის. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

„დღეს ჩვენმა სპორტსმენებმა სასიამოვნო სანახაობა გამართეს კურორტ თეთნულდზე, სადაც კარგმა თოვლმაც შეგვიწყო ხელი. ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი შეჯიბრის მიმდინარეობით და მინდა მადლობა ვუთრა თეთნულდს, სვანეთს ფრირაიდის შეჯიბრის ასეთი შესანიშნავი მასპინძლობისთვის, ასევე მაშველთა გუნდს და თითოეულ იმ ადამიანს, მათ შორის მონაწილეებს, ვისი ჩართულობითაც დღევანდელი შეჯიბრი უმაღლეს დონეზე გაიმართა“, - განაცხადა „ფრირაიდის“ საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ხავიერ ტრობამ.

თეთნულდზე „ფრირაიდის“ (Freeride) კვირეულის ფარგლებში, ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპები საქართველოში წელს პირველად ტარდება.


საკვალიფიკაციო ეტაპები მოიცავს მცირე- 2 ვარსკვლავიან და დიდ - 4 ვარსკვლავიან შეჯიბრებებს. მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო დიდი შეჯიბრი მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას. შეჯიბრებებში, 20 ქვეყნის (შვეიცარია შვედეთი ავსტრია ,საფრანგეთი , ახალი ზელანდია, გერმანია დიდი ბრიტანეთი და ა.შ) 120-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.

საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის ირაკლი ჭირაქაძის თქმით, დღევანდელი 2-ვარსკვლავიანი შეჯიბრი წარმატებით დასრულდა და საორგანიზაციო გუნდი დარწმუნებულია, რომ მეორე - 4-ვარსკვლავიანი შეჯიბრიც ასეთივე წარმატებული გამოვა.

„მოხარულები ვართ, რომ „ფრირაიდის“ საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან დადებითი შეფასებები მივიღეთ, განსაკუთრებით საორგანიზაციო საკითხების იდეალურად შესრულებისთვის. წინ კიდევ ერთი შეჯიბრი გველის და დარწმუნებული ვარ, მასაც ღირსეულად გავართმევთ თავს“, - აღნიშნა ირაკლი ჭირაქაძემ. მისი თქმით, ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.


აღსანიშნავია, რომ ფრირაიდის სპორტის სახეობებში არსებობს ღონისძიებების იერარქია, რომლის მიხედვით ხდება წლიური კალენდრის დაგეგმვა. საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, პირველივე წელს უმასპინძლოს მსოფლიო ფრირაიდის შესარჩევ (Freeride World Qualifier) ყველაზე მაღალი კატეგორიის საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც 4 ვარსკვლავით ფასდება. აღნიშნულ შეჯიბრზე უფრო მაღალი დონე მხოლოდ ფრირაიდის მსოფლიო ტურია (Freeride World Tour), რომლის მასპინძლობის შესაძლებლობა საქართველოს მიეცემა საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით ჩატარების შედეგად.


ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.




თეგები:
„ფრირაიდი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up