ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-მა მიმდინარე წლის იანვრიდან ევროპაში 275 ათასზე მეტი არალეგალური შესვლა დააფიქსირა, რაც 73%-ით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
Frontex-ის ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ.
ყველაზე ხშირად მიგრანტები ევროკავშირში არალეგალურად დასავლეთ ბალკანეთის გავლით შედიან. Frontex-ის მონაცემებით, 2022 წელს ეს მარშრუტი გამოიყენა 128 ათასზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც შედიოდნენ ძირითადად ბურუნდიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან.
მიგრანტები ასევე ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში მოხვედრას და ევროკავშირში შესვლას. 2022 წლის ათი თვის განმავლობაში ამ მიმართულებით საზღვარი გადაკვეთა 79 ათასზე მეტმა ადამიანმა.
არალეგალური მიგრაციის ინტენსივობა შესუსტდა ესპანეთის გავლით და ასევე სახმელეთო გზით - უკრაინისა და ბელარუსის გავლით. ევროკავშირის წევრებმა - პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ კი ბელარუსთან საზღვრებზე კედელი ააშენეს არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად.