ФСБ-მ The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავა.
გერშკოვიჩი აშშ-ს მოქალაქეა და ბოლო ექვსი წელია მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს.
ის ეკატერინბურგში იყო ჩასული, სადაც რუსული სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის“ შესახებ და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ რუსების დამოკიდებულებაზე ამზადებდა სტატიას.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბეს) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ჟურნალისტს ბრალი ედება ჯაშუშობასა და ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებაში, რუსულ სამხედრო საწარმოზე კონფიდენციალური ინფორმაციის მოგროვებაში.“