ფსიქოლოგია კულინარიაში და “გობის” ქართულ-აღმოსავლური სწრაფი კვება

ფსიქოლოგია კულინარიაში და “გობის” ქართულ-აღმოსავლური სწრაფი კვება

access_time2020-07-25 19:00:29

რამდენჯერ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის – სინამდვილეში, რა მინდა? რას გავაკეთებდი, ამ საქმით რომ არ ვიყო დაკავებული? რა საქმიანობა მომანიჭებდა სილაღის შეგრძნებას და დააკმაყოფილებდა იმ შინაგან ძახილს, პერიოდულად რომ მახსენებს თავს? დღეს გიამბობთ ორ ფსიქოლოგზე, რომელმაც კულინარიული ბიზნესის დაწყება, ფაქტობრივად, გამოცდილების გარეშე გადაწყვიტა.

ნატო ყვავილაშვილი და ნინო ქოქოსაძე ბავშვობის მეგობრები არიან. ერთმანეთი უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის სპეციალობის დაუფლებისას გაიცნეს. ორივე მუშაობდა: ნატო – ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში, ნინო კი, პარალელურად, დღემდე უძღვება საკუთარ კვლევით კომპანია “ანოვას”.

სტარტაპ “გობიმდე” მე-გობ-რები კულინარიისადმი დიდმა ინტერესმა მიიყვანა, კერძოდ კი, ნატოს გურმანულმა სიყვარულმა. დიდი ხანის მანძილზე ჰქონდა იდეები, საქმე ამ მიმართულებით წამოეწყო. ფიქრობდა, ქართული სამზარეული არა ტრადიციული, არამედ სახეცვლილი, უფრო თანამედროვე, Take Away კონცეფციით წარმოედგინა მომხმარებლებისთვის. როდესაც სწრაფი კვების ობიექტის გახსნაზე ჩამოყალიბდა, სამსჯელოდ მეგობარს მიმართა და საერთო ძალისხმევის შედეგად, “გობი” ბაზარზე 2018 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მეგობრებს უმარტივდებოდათ ერთად მუშაობდა, აერთიანებდათ ყველაზე მნიშვნელოვანი – ხედვა და ფასეულობები საქმის კეთებისას, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა და ურთიერთნდობა.

“თავდაპირველი ჩანაფიქრი საკმაოდ სწორად გათვლილი და შერჩუელი იყო. გვინდოდა შეგვექმნა სწრაფი კვება, რომელიც იქნებოდა ვეგეტარიანული, მსუბუქი გემრიელი და კარგი პროდუქტისგან დამზადებული, რომელიც თავის მომხარებელს გემრიელ კერძებს შესთავაზებდა. ასევე, უხორცო საჭმლის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.”

  •  თქვენი შეფასებით, რა პრობლემას აწყდებოდა სამომხმარებლო ბაზარი, რამაც გაამყარა თქვენში იდეა, რომ “გობით” ამ საჭიროებას დააკმაყოფილებდით?

 

იქიდან გამომდინარე, რომ ნინო ვეგეტარინელია და მე კი, საკმაოდ იშვიათად ვჭამ ხორცს. ნინო აწყდებოდა პრობლემას, როცა თუნდაც, რესტორანში ჭამდა ან იძახებდა საჭმელს – ვეგეტარიანული კვების ობიექტები საკმაოდ ცოტაა, და რეალურად, არცერთ ვეგეტარიანელს არ უნდა იმ სამზარეულოში მომზადებული საჭმელი, სადაც ხორციც მზადდება. ასევე, გვყავდა სამეგობროსა და სანაცნობოში ვეგეტაირანელები, რომლებსაც იგივე პრობლემა ჰქონდათ და ამან, მეტნაკლებად, გაამყარა ეს იდეა.

  • როგორი იყო კონკურენცია ბაზარზე?

რეალურად, არცთუ ისე ბევრი კონკურენტია ბაზარზე და არც ორი წლის წინ იყო. ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც გვინდოდა „გობის“ სახით გაგვეჩინა, ბაზრისთვის სიახლე იქნებოდა: 1. ვეგენტარიანული კერძები, ასე თუ ისე, შეიძლება გეპოვნა, მაგრამ არ იყო არც ხარისხიანი და არც გემრიელი. ჩვენი მთავარი გამორჩეული თვისება, ვეგეტარიანულთან ერთად, მაღალი ხარისხის და ამავდროულად, ძალიან გემრიელი კერძების შექმნა იყო. 2. საინტერესო კონცეფცია, რაც არის კიდეც თვითონ “გობის” იდეა – სხვადასხვა საჭმლის გობები.

  • გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები – როგორ დაიწყეთ?

აღმოჩნდა, რომ ობიექტის გახსნამდე, უამრავი რამ გვქონდა გასაკეთებელი, რაზეც წინასწარ წარმოდგენაც არ გვქონდა. ფაქტობრივად, კეთების პროცესში ვაწყდებოდით ახალ-ახალ გამოწვევებს. პირველი, გვჭირდებოდა ობიექტის მოწყობა. დავიწყეთ რემონტით, რომელიც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან გარდა სტანდარტული სამუშაოებისა, შენობა, სადაც “გობია” განთავსებული ისტორიული ძეგლია და გარკვეული ნებართვების აღება დაგვჭირდა. საოცრად ბიუროკრატიული პროცესია მერიასთან რაიმე დეტალის შეთანხმება. რემონტის შემდეგ, დაიწყო ხანგრძლივი და საკმაოდ რთული პროცესი კერძების შექმნისა და ტესტირების – ზუსტად ამ პროცესში მიეცა GOBY-ს ის სახე, რაც დღეს აქვს. 


შემდეგი სირთულე იყო თანამშრომლების შერჩევა, კარგი მზარეულების პოვნა. 100-ზე მეტი ადამიანის CV ვნახეთ და პირადად შევხვდით ბევრ ხალხს. “გობი”, საბოლოოდ, მთლიანად ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტდა, რომლებითაც დღეს ძალიან ვამაყობთ და ჩვენს განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია. კერძების შემუშავებისა და ტესტირების პროცესში, ნატოს ოჯახის წევრი გვეხმარებოდა, რომელსაც ჰქონდა კულინარიული გამოცდილება და თითქმის 3-თვიანი, საკმაოდ რთული პროცესის შემდეგ, შევქმენით მენიუ და მოვემზადეთ გასახსნელად. 

  •  სამიზნე სეგმენტი როგორ განსაზღვრეთ?

სეგმენტი თვითონ ჩვენმა კონცეფციამ განგვასაზღვრინა: ვეგეტარიანული, Take away, მაღალი ხარისხის და გემრიელი; შესაბამისად, სეგმენტი ის ხალხია, ვისაც არ უნდა ხორციანი საკვები, საკვებს ძირითადად, იძახებს ან ლანჩის დროს სტუმრობს კვების ობიექტს, აფასებს გემრიელ საკვებს, და მისთვის მნიშვნელობა აქვს ხარისხს. 

  •  გაიხსენეთ, რა სირთულეებს წააწყდით, ამ ბიზნესის კეთების პროცესში და როგორ გადალახეთ?

პირველი 1 წელი, ფაქტობრივად, ყველა ნაბიჯი სირთულე იყო. რემონტით დაწყებული, შემდეგ უკვე გახსნილი ობიექტის მომხმარებლისთვის გაცნობით დამთავრებული. ფაქტობრივად, არავის ჰქონდა საჭირო გამოცდილება და ყველაფერზე ბევრად მეტი დრო და რესურსი მიგვდიოდა. თუმცა, იმდენად გვჯეროდა GOBY-ს იდეის და ჩვენ თვითონ იმდენად მოგვწონდა ის, რაც შეიქმნა, ერთი წამითაც არ გვიფიქრია დანებება, ან თუნდაც, დაღლა. შემდეგ ნელ-ნელა ჩვენც შევიძინეთ გამოცდილება და ასევე, შევიძინეთ ერთგული მომხმარებელი, რომელმაც “გობი” ზუსტად ისე შეიყვარა, როგორც ჩვენ გვიყვარს. ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ, სინჯავდნენ კერძებს, გვიმეგობრდებოდნენ და გვგულშემატკივრობდნენ, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო.

სირთულე იყო ფინანსური რესურსიც. დასაწყისში გათვლილი რესურსი, რა თქმა უნდა, არ გვეყო. ასევე, კვების ობიექტის ამუშავებას, ისე, რომ თავისი თავის შენახვა შეძლოს, ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ვვარაუდობდით, შესაბამისად, პროცესში გვიწევდა დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებაზე ზრუნვაც.

  •  პანდემიამ როგორ იმოქმედა “გობიზე”? რა გასწავლათ, რა შეგაცვლევინათ?

პანდემიის პერიოდში, გაჩერება ვარჩიეთ. თავიდან, მხოლოდ გამოძახების რეჟიმზე გადავედით, მომხმარებელი ადგილზე ვეღარ მიირთმევდა კერძებს და ან უნდა გამოეძახა, ან უბრალოდ, მოსულიყო და წაეღო. თუმცა, ტრანსპორტისა და სხვა შეზღუდვების შემდეგ, “გობის” სრულიად დაკეტვა ვარჩიეთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მზარეულებთან შეთანხმებით მოხდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იმ პერიოდში, მგზავრობა და მუშაობაც უკვე სახიფათო იყო.

თუმცა, მეორე მხრივ, ეს პერიოდი დამფუძნებლებს ძალიან დაგვეხმარა, ვდისტანცირებულიყავით და უფრო კარგად დაგვენახა, შიგნით რა პრობლემები და ხარვეზები გვაქვს.  გვქონდა დრო, ამ ხარვეზებზე გვემუშავა, მოგვეფიქრებინა, როგორ ვაკეთოთ ყველაფერი უკეთ, დავინახეთ, სად ვართ და სად გვინდა ვიყოთ მომავალში. დავიწყეთ მუშაობა გაყიდვების გაზრდაზე, სოციალური მედიის არხების უფრო ეფექტურად გამოყენებაზე, ვგეგმავთ ახალი კერძების დამატებას და ა.შ.  

  • ახლა, რა ეტაპზეა ბიზნესი?

ახლა, პოსტკორონულ პერიოდში ვართ. ჯერ ერთი თვეც არაა, რაც თავიდან გავიხსენით და ფაქტობრივად, ხელახლა გავდივართ ბრენდის დამკვიდრების ეტაპს. თუმცა, ჩვენც ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს და გვყავს ერთგული მოხმარებელიც, რომელიც გველოდებოდა. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე GOBY, როგორც ბიზნესი, სტაბილურობისა და ზრდის ფაზაში გადავა. 

ამ ეტაპზე, ერთი მხრივ, ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას, მეორე მხრივ, უამრავი გეგმა გვაქვს, ბრენდისა და კერძების განვითარების თვალსაზრისით.

  •  სამომავლოდ…

გობის შემდეგ განვითარებას უფრო მეტად მწვანე, უფრო ეკოლოგიურ ბრენდად ქცევაში ვხედავთ. ასევე, ცხოველებისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, გვინდა რომ “გობი” გახდეს ცხოველებთან ასოცირებული, რომ იყოს animal friendly space. ამ ორივე მიმართულებით გარკვეული აქტივობები დაგეგმილი უკვე გვაქვს. ჯერჯერობით, ისევ უცვლელია ჩვენი მისია, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ვეგეტარიანელობაზე, გავაკეთოთ უხორცო სამზარეულოს პოპულარიზაცია და რაც მთავარია, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ ვეგეტარიანული კერძები გემრიელი ვერ იქნება.

 

 

MARKETER


თეგები:
გობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up