რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ამზადებენ სანქიცების მსხვილ პაკეტს რუსული გაზის სექტორის წინააღმდეგ. როგორც გაზეთი Financial Times-ი დღევანდელ ნომერში წერს, რესტრიქციების ქვეშ შესაძლოა, მოჰყვეს რუსული გაზის სექტორის სამომავლო პროექტებიც.
სტატიაში წერია, რომ ლონდონი და ბრიუსელი ამზადებენ ანტირუსულ სანქციებს, რაც მოიცავს რუსული კომპანიებისთვის ტენქოლოგიების გადაცემის აკრძალვას, რომლებიც დაკავებული არიან საწვავის მოპოვებით. გარდა ამისა, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ბრიტანული და ევროპული კომპანიების თანამშრომლობას რუსულ კომპანიებთან, რომლებიც ამ მომენტისთვის აქტიურად თანამშრომლობენ მათ შორის, გაზის საბადოების აღმოჩენის კუთხით.
გამოცემა ვარაუდობს, რომ მსგავსი რესტრიქციები არსებითად აისახება რუსეთის ფედერაციაში უცხოური კომპანიების ნაფთოგაზის სექტორში საქმიანობაზე, მათ შორის, ის შეეხება ფრანგულ Total-ს, ბრიტანულ Shell-ს და BP-ის, რომელბიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებენ რუსულ გაზის სექტორში. სტატიის ავტორების თქმით, ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთქმედება მიანიშნებს, რომ მიუხედავად ბრექსიტისა, ორივე მზად არის ერთიანი პოზიცია ჰქონდეს საგარეო და საშინაო პოლტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
BPN.GE