FT: ჩინელ მომხმარებელთა დაბალი ნდობის გამო  ძვირადღირებული საათების ფასები მკვეთრად ეცემა

FT: ჩინელ მომხმარებელთა დაბალი ნდობის გამო ძვირადღირებული საათების ფასები მკვეთრად ეცემა

access_time2022-08-12 19:00:52

ჩინელ მომხმარებელთა დაბალი ნდობის გამო ძვირადღირებული საათების ფასები მკვეთრად ეცემა. ჩინეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მეორადი, ძვირადღირებული საქონლის ფასი მკვეთრად დაეცა, რადგან მოსახლეობის მდიდარმა ნაწილმა თავისი ხარჯების შემცირება გადაწყვიტა და Rolex-ის საათებსა და Hermes-ის ჩანთების გაყიდვა დაიწყო.   ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. 

 

მათივე ინფორმაციით, ძვირადღირებული საათებისა და ჩანთების ათზე მეტი პოპულარული ბრენდის ღირებულება 20-და 50 პროცენტამდე მეორად ბაზარზე მას შემდეგ დაეცა, რაც მარტში შანხაიმ covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩინეთის ფინანსური და კომერციული კაპიტალის ჩაკეტვა დააწესა.


შანხაიში და ათეულობით სხვა რეგიონში დაწესებულმა შეზღუდვებმა მძიმე დარტყმა მიაყენა იმ მცირე ბიზნესის მფლობელებს, რომლებსაც უკვე დაგროვილი ჰქონდათ  ფუფუნების საგნების დიდი კოლექციები, თუმცა განმეორებით დაწესებულმა შეზღუდვებმა მათი ფულადი ნაკადები დააზიანეს და მათ არსებული კოლექციიდან  ნივთების  გაყიდვა გადაწყვიტეს.


გასულ კვირას ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო ათიათასობით  ტურისტი კუნძულ ჰაინანში, რომელიც  ცნობილია  როგორც „ჩინეთის ჰავაი“ ვერ ჩავიდა.  ჩინეთის მთავრობის  გადაწყვეტილებით ჰაინანი ცნობილია, როგორც  „უბაჟო სამოთხე“  სადაც ჩინელ მომხმარებელს შეუძლია იყიდოს ისეთივე ფუფუნების საგნები, როგორებსაც იყენებენ ისეთ ქალაქებში როგორიცაა პარიზი, რომი და ლონდონი.



მეორადი ძვირადღირებული საათების ინდუსტრიული პორტალი Watcheco –  ს ინფორმაციით  კოლექციონერებისა და  სფეროს სპეციალისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი მეორადი Rolex Submariners - ის  ფასი  46 %  - ით  დაეცა.

ძვირადღირებული ჩანთების დილერებმა შანხაიში და ჰანგჯოუში დაახლოებით ხუთჯერ შეამცირეს ისეთი კლასიკოსების, ბრენდების როგორიცაა Hermès Birkin ჩანთების ფასები .


”ბუმის დრო დასრულდა”, -  აღნიშნა ძვირადღირებული საათების გამყიდველმა  ჯეიმს ვანგმა, „ჩვენ შევდივართ კორექტირების პერიოდში, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“. მან ასევე  აღნიშნა, რომ მან მხოლოდ ივლისში შეიძინა ექვსი Patek Philippe და 29 Rolex Submariner საათი გაჭირვებული მფლობელებისგან.

შანხაიში დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანია China Market Research-ის წარმომადგენელმა შონ რეინმა აღნიშნა, რომ მიწოდების უეცარი ზრდა და მეორადი ძვირადღირებულ საქონელზე ფასის ვარდნა მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნულ  პროდუქციას მომხმარებლებს შორის დაბალი ნდობა აქვს.

 

”ეს ალბათ ყველაზე სუსტია, რაც მინახავს ჩინეთში 25 წლის განმავლობაში,” - დასძინა მან. ზოგიერთი ფუფუნების საგნების ინვესტორის მტკიცებით ფასების ვარდნა მარტის არამდგრადი ზრდის შემდეგ  გარდაუვალი იყო.

შანხაის ჩაკეტვამდე ექვსი თვის განმავლობაში, მეორადი Rolex Submariners-ის ფასი დაახლოებით  240 პროცენტით გაიზარდა.

სემ ქსუე, საათის ინვესტორმა, რომელიც ფლობს ელექტრო გამათბობლების ქარხანას აღმოსავლეთ ქალაქ ვუქსიში, თქვა, რომ ფასების ზრდა იყო სპეკულაცია და არამდგრადი. მისივე  თქმით „სუსტი ეკონომიკა ფუფუნების ბუმს ვეღარ გაუძლებს და ის ძვირადღირებულ  პროდუქციას აღარ იყიდის თუ ფასები კიდევ  30% ით  არ შემცირდება“

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up